FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 23.12.2015
'თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობოლო!' – ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

"მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ერის მფარველი!" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელსაც მედია არ დასწრებია.

შეგახსენებთ, მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს დილიდან ვრცელდებოდა. დილით მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პრემიერი გადადგომას არ აპირებდა თუმცა, საღამოს ეს ინფორმაცია აღარ უარყვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა, იქამდე, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პოლიტიკაში გამოჩენამდე, 2004–2005 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართუ ჯგუფის" კომპანია "ბურჯში" მუშაობდა. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გამო უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდათ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა წარადგინოს; თავის მხრივ, ასევე შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატი დაასახელა
პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა   დასამტკიცებლად წარუდგინა
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
გამოკითხვა: როგორ აფასებენ ახალციხეში ღარიბაშვილის გადადგომას [Video]
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს