სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

მთავარიპოლიტიკა 23.12.2015
დღეს, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რას შეეხება პრემიერის განცხადება, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ, თუმცა, დილითვე მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ პრემიერი გადადგომას არ აპირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდებათ. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარადგინოს, თავის მხრივ, ასევე შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.

მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

16.07.2018 სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

16.07.2018 პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა   დასამტკიცებლად წარუდგინა
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს