FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილებები ბორჯომში

მთავარიპოლიტიკა 20.11.2012
ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ პირებად კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ინიშნებიან.

საკადრო ცვლილებები ბორჯომში
გიორგი ხაჩიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის პირველი და მეორე მოადგილე, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი და ბორჯომის რწმუნებული - ეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ჩამონათვალია.

საკადრო ცვლილებები ბორჯომში გასული თვის ბოლოდან დაიწყო. 25 ოქტომბერს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”რესპუბლიკური პარტიიდან” დავით კამკამიძე აირჩიეს. არჩევნებამდე კამკამიძე კოალიცია ”ქართული ოცნების” ბორჯომის შტაბს ხელმძღვანელობდა.

პირველ ნოემბერს გამგებლის მოადგილეებად ივანე კოჟორიძე და გია ხომერიკი დაინიშნენ. ხომერიკი მუნიციპალიტეტში სამშენებლო სფეროში მიმდინარე პროცესებს, კოჟორიძე კი სოციალურ სფეროს, კულტურასა და საფინანსო-საბიუჯეტი საკითხებს უხელმძღვანელებს.

საკადრო ცვლილებები ბორჯომში
ივანე კოჟორიძე

კოჟორიძეცა და ხომერიკიც კოალიციის წევრები იყვნენ. ორივე ბორჯომელია. კოჟორიძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ, შემდეგ კი თბილისში მუშაობდა. 2000 წელს ესპანეთში სამშენებლო ფირმა ”ბორხეო” დააარსა და 2010 წლამდე ამავე ფირმის დირექტორი იყო. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. 2011 წელს მაღაზია ”ლუქსორში” პროექტების მენეჯერი იყო. 2012 წლის დასაწყისიდან კი კოალიციის მხარდასაჭერად ბორჯომში გადმოვიდა და შტაბში აქტივის ხელმძღვანელად დაინიშნა.

”ვეცნობი საქმეებს. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა. სანამ ინიციატივებზე ვიფიქრებთ, ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ გასული წლის ბიუჯეტი”, - ამბობს კოჟორიძე.

ამ დრომდე ბორჯომში მიმდინარე მშენებლობებს ეცნობა გია ხომერიკიც: ”ბევრი კარგი რამ გაკეთდა. თუმცა მიმაჩნია, რომ გასაკეთებელ საქმეთა შორის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. რიგით პირველ პრიორიტეტად კი მოქალაქეების კეთილდღეობა მიმაჩნია”.

საკადრო ცვლილებები ბორჯომში
გია ხომერიკი

არჩევნებმადე ხომერიკი ბორჯომგაზის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ამბობს, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ირაკლი კვირკველია დაინიშნა. იგი ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის თანადამფუძნებელია. დამთავრებული აქვს თენგიზ სულაქველიძის სახელობის ფეხბურთის საერთაშორისო აკადემია, არის ახალგაზრდული პარლამენტის წევრიც. ფიქრობს, რომ ის თუ რა სურთ ახალგაზრდებს, კარგად იცის: ”მაგრამ, მე რომ ვიცი, არ არის საკმარისი. მთავარია ახალგაზრდებს, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს ვესაუბროთ, მათი იდეები მოვისმინოთ, განვიხილოთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ რისი გაკეთება გვინდა”.

საკადრო ცვლილებები ბორჯომში
ირაკლი კვირკველია

კვირკველია მიიჩნევს, რომ ბორჯომს საფეხბურთო გუნდი უნდა ჰყავდეს: ”სპორტსკოლაში ფეხბურთის ბავშვთა გუნდი მცირდება. მოტივაცია არ აქვთ, ფეხბურთელებად რომ ჩამოყალიბდებიან, სად უნდა წავიდნენ?! ასევე, ვფიქრობ, რომ ბორჯომს კარგი თეატრი უნდა ჰქონდეს”.

ბორჯომის რწმუნებულის პოსტზე ასევე ”ქართული ოცნების” აქტივისტი გიორგი ხაჩიძე დაინიშინა. იგი პროკურატურის ორგანოებში გამომძიებლისა და პროკურორის თანამდებობებზე მუშაობდა: ”რიგით პირველი პრობლემა გარე მოვაჭრეები იყო ქალაქისთვის და ამჟამად ეს საკითხი მოგვარებულია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გიორგი ფერაძე უხელმძღვანელებს. იგი ფრაქცია ”დემოკრატიული ბორჯომის” თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატი იყო.
საკადრო ცვლილებები ბორჯომში
გიორგი ფერაძე

შეიცვალა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელიც. უახლოეს დღეებში შეიცვლება გამგეობის აპარატის უფროსიც. სხვა განსახორციელებელი საკადრო ცვლილებების შესახებ ბორჯომის თვითმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს

ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
ასპინძის თვითმმართველობაში ჯერ ”ნაციონალები” რჩებიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა
ბორჯომში გამგებლის მოადგილე დანიშნეს
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
ბორჯომში გამგებლის მოვალეობას გიორგი ჭანკოტაძე ასრულებს