FM97.5 / LIVE

სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა

მთავარისაზოგადოება 22.12.2015
განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმები და გამოწვევები, – სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მოსწავლეებთან აქტიური მუშაობის ექვსთვიანი შედეგების პრეზენტაცია გამართა.

სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა

სამოქალაქო განათლების პროგრამის შუალედური ღონისძიება დღეს, 22 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. შეხვედრას პარტნიორი სკოლები, სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მშობლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენი მიზანია სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გამოუჯობესება და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების დანერგვა. გარდა ამისა, მოსწავლეების გააქტიურება და ჩართვა სამოქალაქო პროცესებში“, – ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე.

სამოქალაქო განათლების პროგრამა – „მომავლის თაობა“ საქართველოს მასშტაბით 480 სკოლაში ხორციელდება, აქედან 42 სკოლა სამცხე–ჯავახეთშია.

პროგრამას ახორციელებს PH international–ი ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით.

„მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები ძალიან საინტერესოა, რომელიც დაიგეგმა კლასში მათი სამოქალაქო განვითარების პედაგოგის ხელმძღვანელობით. გრძელდება პარტნიორი სკოლების მხარდაჭერა. დაურიგდათ დამხმარე სახელმძღვანელოები, რომელიც მოსწავლეებისთვის არის გზამკვლევი, რომ მათ უფრო საინტერესო ინიციტივები განახორციელონ, ისეთ თემაზე, რაც აქტიურია მათი საზოგადოებისათვის“, – ამბობს სამოქალაქო განვითარების პროგრამის „მომავლის თაობა“ პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძე.

სამოქალაქო განვითარების პროგრამა „მომავლის თაობა“ 2014 წლიდან ხორციელდება. პროგრამა სამწლიანია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა
ახალციხეში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება