FM97.5 / LIVE

გარდაცვლილი ირინე ენუქიძე პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

მთავარისაზოგადოება 22.12.2015
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ირინე ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

გარდაცვლილი ირინე ენუქიძე პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 22 დეკემბერს, 2015 წელი შეაჯამა, რომელიც მის მიერ ქალთა წლად იყო გამოხადებული.

„თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის შეჯამებისას და დასრულებისას მე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ.

ქალბატონი ირინა გახდა იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელსაც ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა.

ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, რომელიც ქალბატონმა ირინამ თვითონ განსაზღვრა თავის სიტყვებით. მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა იმისთვის, რომ სხვების შვილები გადარჩენილიყვნენ, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ამ ბრძოლას თავისი სიცოცხლე შეწირა და ბოლომდე მიიყვანა.

მე მინდა პირველ რიგში თქვენ გითხრათ მადლობა, იმ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, სანდროს მეგობრებს, ოჯახს, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში დაუპირისპირდნენ სისტემას და მორალური ძალით სისტემა გადატეხვამდე მიიყვანეს.

მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ბრძოლის მთავარ სულისჩამდგმელს, ქალს, რომელმაც ამ ღირებულებებით გააერთიანა საზოგადოება.
მე ვაჯილდოვებ მას გარდაცვალების შემდეგ, ერთერთი ყველაზე საპატიო ჯილდოთი, ჯილდოთი რომელიც ქალბატონებისათვის არის განსაზღვრული - თამარ მეფის ორდენით," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და თამარ მეფის ორდენი ირინა ენუქიძის მეუღლეს, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს გადასცა.

გურამ გირგვლიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ირინა ენუქიძე იყო პირველი ადამიანი, ქალი, დედა, რომელმაც დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ „რომელსაც უბედურების და სიკვდილის მეტი არაფერი შემოუტანია ჩვენი ოჯახებისათვის“.

გურამ გირგვლიანის განცხადებით, იმ საზოგადოებამ, რომელიც ირინას გვერდით იბრძოდა, 2012 წლის ოქტომბერში ახალი ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში, რომლის პირველი მიზანი იყო სამართალი: „სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დღეს კიდევ ბევრი ოჯახი ეძებს სამართალს. დღესაც, ის პირები, რომლებიც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე მოხვდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და დღესაც იბრძვიან, რომ სამართალმა არ იზეიმოს“.

გურამ გირგვლიანმა საზოგადოებას მოუწოდა არ აირჩიონ განმეორებით მოსამართლედ ლევან მურუსიძე.

„არის ასეთი მოსამართლე იუსტიციის საბჭოდან - ლევან მურუსიძე, რომელიც პირადად დღესაც უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი და რომელსაც ეტყობა ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ის იყო ერთერთი პირველი ხელმომწერი იმ განაჩენის, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ. მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ საზოგადოება, ხელისუფლება და არასამთავრობოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს პიროვნება არ იქნება არჩეული ამ საბჭოს წევრად“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს
პრეზიდენტი: სიტუაცია კონტროლდება, მაგრამ ინტენსიური სამუშაოები გრძელდება
25 ნოემბერი – გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ