FM97.5 / LIVE

რა უნდა იყოს სკოლიდან გარიცხვის ალტერნატივა

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.11.2012
რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, რომ მოსწავლის დისციპლინური პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს.

რა უნდა იყოს სკოლიდან გარიცხვის ალტერნატივა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს მოუწოდებს იმ მექანიზმებზე იფიქრონ, რომლის დახმარებითაც მოსწავლეთა პრობლემები სკოლებშივე მოგვარდება და თავიდან ავიცილებთ მათ გარიცხვას.

ინიციატივა განათლების მინისტრმა 12 ნოემბერს გაახმოვანა. რეკომენდაციების წარსადგენად დაინტერესებულ ადმიანებს ორი კვირის ვადა აქვთ.

ფიქრი - რა შეიძლება გახდეს გარიცხვის ალტერნატივა, სკოლებში უკვე დაიწყეს. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დორექტორი მაკა ჯანაშვილი ამბობს, რომ ყველა რთული ბავშვის უკან ძალიან დიდი პრობლემა დგას, ამიტომ, გარიცხვა გამოსავალი არ არის: ”შეიძლება იყოს ოჯახური ან სოციალური პრობლემა. ვცდილობთ გამოვიკვლიოთ რატომ არის მოსწავლე ასეთი აგრესიული და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ”.

სამინისტროც და პედაგოგთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ რადგან ხშირად დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა შესაძლოა ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს.

”ბავშვები, რმლებსაც სწავლის მიმართ ინტერესი არ აქვთ, გაკვეთილზე მოუსვენრად არიან და თანაკლასეკლებსაც ყურადღებას აკარგვინებენ. მქონდა ასეთი შემთხვევა მერვე კლასში, ყველა ხერხი ვცადე, რომ დამეინტერესებინა გაკვეთილით, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიფსიქოლოგის კონსულტაციაა საჭიროა”,-ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანონი ყავრელიშვილი.

ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობაზე საუბრობს ფსიქოლოგი გულიკო ბექაურიც. მისი თქმით, თანამედროვე განათლების რეფორმა და ზოგადად, დღევენდელი ცხოვრება, ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერებას ითხოვს: ”როდესაც ვსაუბრობთ ფსიქოლოგის როლზე, ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელსაც შეუძლია პედაგოგს დაეხმაროს ბავშვებთნ ინდივიდუალურ მიდგომაში; იმ პრობლემების გამოვლენაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სწავლების პროცესში”.

მისი აზრით, არასრულწლოვანთა დანაშაულების წინასწარი პრევენციის თვალსაზრისით ფსიქოლოგი აქტუირად უნდა იყოს ჩართული სკოლის ცხოვრებაში. სკოლიდან გარიცხვა გამოსავალი არ არის, მსგავსი საქციელი მოსწავლეს უფრო უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
”არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი და იგივე პროგრამა მოარგო”
5 წლის პირველკლასელები
რა ტიპის დარღვევებით მიმართავენ ბავშვთა განვითარების ცენტრს ახალციხეში