FM97.5 / LIVE

საჭესთან მობილურზე საუბარი – 30 ლარი – კიდევ რა დარღვევაზე იზრდება ჯარიმა

მთავარისაზოგადოება 22.12.2015
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის რიგ შემთხვევებში, ჯარიმების ოდენობა იზრდება.

საჭესთან მობილურზე საუბარი – 30 ლარი  – კიდევ რა დარღვევაზე იზრდება ჯარიმა

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესდება ახალი ნორმა - ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება - 40 ლარი; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 150 ლარი.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას გადააჭარბებს სიჩქარეს.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილება, რაც ჯარიმის თანხის გაზრდას ითვალისწინებს, არ განხორციელდება. იმ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც კონკრეტული დარღვევის დროს მართვის მოწმობის ერთწლიან შეწყევტას გულისხმობდა, შემსუბუქდა და მძღოლს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ეს ცვლილება კი ქულათა სისტემის დანერგვითაა განპირობებული“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის პარკირებისთვის ჯარიმა იზრდება
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ახალციხეში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე [Video]
შშმ პირების საპარკინგე ადგილით არაკანონიერად სარგებლობისთვის ჯარიმა გაიზარდა
ორ დღეში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა  ამოქმედდება
ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევები და ჯარიმები სამცხე-ჯავახეთში