FM97.5 / LIVE

რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საგამოცდო მოდელზე

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.11.2012
შეცვლილი საგამოცდო სისტემა და ერთწლიანი ავტონომია სკოლებს. რას ფიქრობენ სკოლებში გადაწყვეტილებაზე, რომელსაც განათლების მინისტრმა ”მოსწავლეზე მორგებული სქემა”უწოდა

რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საგამოცდო მოდელზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის თანახმად, მომავალი წლიდან სკოლაში გამოცდები ჩატარდება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში. მაშინ, როდესაც, სასწავლო გეგმის თანახმად, ამა თუ იმ საგნის სწავლება დასრულდება. კერძოდ, მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად გააგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით ჩააბარებს სასწავლო წლის ბოლოს.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, კარგია, რომ მოსწავლე გამოცდას საგნის დამთარებისთანავე აბარებს, მაგრამ მეთორმეტე კლასში ჩაბარებასაც დადებითი მხარე ჰქონდა: ”მეთორმეტე კლასში ჩაბარებას ის პლიუსები ქონდა, რომ ბავშვები საგანს აბიტურის საათების საშუალებით იმეორებდნენ. მოსწავლისთვის, რომელიც მისაღებ გამოცდაზე ფიზიკას აბარებს, ეს გადაწყვეტილება არასასურველია”.

მოსწავლეებს გადაწყვეტილება მოსწონთ. ვალის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დავით ნადირაძე ამბობს, რომ ამგვარი მიდგომა ატესტატის აღებას გაუადვილებთ: ”მირჩევნია გამოცდების ნაწილი წელს ჩავაბარო ნაწილი კი მეთორმეტე კლასში. კარგი სიახლეა ისიც, რომ თუ წელს ვარ ჩავაბერებ, მომავალ წელსაც მაქვს შანსი”.
ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას.
პედაგოგები მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. უმრაველსობა ფიქრობს, რომ გამოცდები სკოლის პედაგოგმა უნდა ჩაიბაროს.

”ჩვენ უკეთ ვიცით მოსწავლეს რა ცოდნა აქვს და რას აკეთებდა მთელი წლის განმავლობაში”, - ამბობს ქართული ენის მასწავლებელი მანონი ყავრელიშვილი.

როგორი ფორმატის იქნება გამოცდა წელს ესეც თავად სკოლების გადასაწყვეტია.

”ვფიქრობთ, გამოცდები ელექტრონულად ჩავატაროთ. სკოლას ამის საშუალება აქვს. მოსწავლეს, რომელიც მთელი წელი ესწრება გაკვეთილს და სწავლობს, არ გაუჭირდება. კატის გამოცდებს დადებითი ის აქვს, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში აბარებს გამოცდას”, - ამბობს ჯანაშვილი

მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გუდაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა გამოცდები წერით ჩატარდეს. მისი თქმით, კატის ტიპის გამოცდით მოსწავლის ობიექტური ცოდნა ვერ ვლინდება: ”წინა გამოცდებზე ისეთმა ბავშვებმა გადალახეს ბარიერი, რომლებიც მთელი წელი არაფერს აკეთებდნენ. იმან, ვინც მთელი წელი სწავლობდა, ემოციური ფონის გამო, ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო”.
მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. cat-ის მოდელით ჩატარდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
მე–12 კლასის   გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს