სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

მთავარი 20.12.2015
ახალციხეში ყველაზე ახალგაზრდა, 27 წლის მეეზოვის პირველი სამუშაო დღე, შესრულებული გეგმები და სამომავლოდ დასახული მიზნები; რაზე წყდება გული და რაზე ოცნებობს ნადეჟდა სოკოლოვა;

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ახალციხის „კეთილმოწყობის სამსახურში“ ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე 27 წლის ნადეჟდა სოკოლოვაა. ნადეჟდა მეეზოვედ უკვე მეშვიდე წელია მუშაობს და ამბობს, რომ ამ პროფესიის დაუფლებაზე არასდროს უფიქრია და მეეზოვედ მუშაობა მძიმე სოციალური პირობების გამო გადაწყვიტა.

ახალგაზრდა მეეზოვეს, რომელსაც 9 აპრილის და რუსთაველის ქუჩაზე ყოველდღე შეხვდებით, პირველი სამუშაო დღე არასდროს ავიწყდება: „ ჩემს ადგილზე ადრე დედა მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდე, კი ეს პროფესია მე გავაგრძელე. მაშინ 21 წლის ვიყავი, დედა დავასაფლავე და მაგ დღესვე სამსახურში გამოვედი. თან ვტიროდი, თან ქუჩას ვალაგებდი“.

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

ნადეჟდას თქმით, მეეზოვედ მუშაობა თავიდან რცხვენოდა, მეტიც, როდესაც ნაცნობებს და უნივერსიტეტიდან მომავალ კლასელებს ხედავდა იმალებოდა: „ახლა მივეჩვიე, აღარ მრცხვენია“.

მიზეზი, რის გამოც სირცხვილი უნდა გადაელახა დედის საფლავი იყო: „საფლავი უნდა გამეკეთებინა, ამას ფული სჭირდებოდა, გავაკეთე და მალევე მამაც გარდაიცვალა. მისი საფლავზე ახლა მხოლოდ სურათის დახატვა დამრჩა“.

ქვის დახატვის შემდეგ ნადეჟდა ფულის გროვებას სახლისთვის დაიწყებს: „სახლი რომელშიც ვცხოვრობდი ორი წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილმა წამართვა. ვაპირებ რომ ამის გამო სასამართლოში ვიჩივლო, იმედია გავიმარჯვებ“.

იგი ახლა მარტო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს: „ადვოკატებისა და ბინის ქირის გამო სახლის საყიდლად ფულის მოგროვება ალბათ გამიჭირდება. ეს ერთდაერთი ოცნება მაქვს და იმედია ავიხდენ. სამსახურის შეცვლას კი ჯერ–ჯერობით არ ვაპირებ“.

ამბობს, რომ უკვე ძალიან სცივა და განსაკუთრებით დილით ადრე ხელები ეყინება, თუმცა რომ არ იმუშაოს სხვა გამოსავალი არ აქვს: „ძალიან ძნელია, მცივა. საღამოს ხუთი საათიდან 12 საათამდე ვასუფთავებ. ყინავს, მაგრამ არავის იმედი მაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაო“.

ნადეჟდა იმედოვნებს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ კარგად ისწავლონ: „ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ რომ ისწავლოთ, და ჩემსავით პირველივე სამუშაო დღეს ცრემლები არ ღვაროთ“.

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

20.02.2018 ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რას კითხულობდნენ 'სამხრეთის კარიბჭეში' 2015 წელს
„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ექვსი შვილის დედა ღრელიდან [Photo]
‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
ერთმანეთის იმედად დარჩენილი დები – ჟენია და ასია გევორქიანები
თბილისში ახალციხელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
წაბილწეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებულის დედის საფლავი ყარათუბნელებმა