FM97.5 / LIVE

არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს

მთავარიპოლიტიკა 19.12.2015
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კვოტირების შესახებ წინადადების უგულვებელყოფა, სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს

2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.

„საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი არასამათავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ინიციატივის სრულ უგულვებელყოფას. მიგვაჩნია, რომ კომიტეტის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის“, – ნათქვამია გაცხადებაში, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებსგანცხადებით თანახმად, კომიტეტის მიერ კვოტირების შესახებ წინადადების უგულვებელყოფა, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს ამომრჩევლის დიდი ნაწილის სურვილს გენდერული კვოტირების დანერგვის შესახებ - როგორც 2014 წლის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა, საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას და სურს, იხილოს მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში.

დღესდღეობით, საკანონდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185-ე ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს. მდგომარეობა კიდევ უფრო საგანაგაშოა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 11%-ს აღწევს.

არასამთავრობოებში ფიქრობენ, რომ გენდერული კვოტების გარეშე არსებობს საფრთხე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალთა რაოდენობა პარლამენტში არ გაიზარდოს ან უფრო მეტიც, კიდევ უფრო შემცირდეს. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად კი მინიმუმ 30 პროცენტით უნდა იყვნენ ქალები წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, რათა მათ შეადგინონ ე.წ. კრიტიკული მასა და რეალურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გულისხმობს ზეგავლენის მოხდენას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პოლიტიკის ფორმირებაზე: „ქალთა რეალური მონაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოებში არის გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული სამართლიანობისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და წინაპირობა“.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის 68%-ის სურვილი, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშრისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და 2016 წლის არჩევნებამდე მიიღოს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები გენდერული კვოტირების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქალთა უფრო ადეკვატური და სამართლიანი წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა წერილი მიიღო დღეს პარლამენტის ყველა დეპუტატმა
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
დღეს ახალციხეში სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება
ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება
ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს