FM97.5 / LIVE

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო

მთავარისამართალი 18.12.2015
ახალციხის მერს, გიორგი კოპაძეს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრთან, ჯიმშერ გოგოლაურთან დაკავშირებით ბრალდებებისთვის დაკითხვაზე დაიბარებენ. გამომძიებელმა უკვე დაკითხა თავად გოგოლაური.

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო

"ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა 16 დეკემბერს დაკითხა.გოგოლაური ამბობს, რომ ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ცრუ ბრალდებებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„ჩვენება მივეცი იმის თაობაზე, რომ მე ვითომდა, როგორც ქალაქის მერმა დამაბრალა, პატიმრებს ბოთლებზე ვსვამდი. მერს აუცილებლად დაიბარებენ დაკითხვაზე, პასუხი აგოს ცრუ ბრალდებებისათვის“, – ამბობს გოგოლაური.

შეგახსენებთ, ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია მეცხრე არხის გადაცემა "დიალოგში" განაცხადა, რომ „როცა გოგოლაური პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა“.

ამ განცხადებას გოგოლაურის მხრიდან პროტესტი და პროკურატურაში სარჩელის შეტანა მოჰყვა. გოგოლაურმა პროკურატურას 11 დეკემბერს მიმართა.

როგორც ტელეკომპანია "მე–9 არხი" იუწყება, მომხდარზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ტელეკომპანიის ჟურნალისტი, გადაცემა "დიალოგის" წამყვანი რუსუდან გვარამაძე. ჟურნალისტის თქმით, გამოძიება დაინტერესდა ჩაიშალა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირების დროს და რა ხდებოდა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერს დეპუტატი სასამართლოში უჩივის
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ – სამმართველოში მერიც დაიბარეს
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივლეს
სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო