FM97.5 / LIVE

დღეს ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა

მთავარისაზოგადოება 18.12.2015
18 დეკემბერი ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა. ის ოჯახების მფარველია და შვილიერებისათვის ევედრებიან. მშობლები ამ დღეს სპეციალურ მარხვას ინახავენ.

დღეს ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა

V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდელი 439 წელს კაბადოკიაში დაიბადა. იგი 8 წლის ასაკიდან შეეხიზნა მონასტერს, 17 წლისა ბერად აღიკვეცა. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

ოცდაათი წლის ასაკამდე თეოქტისტეს სავანეში იმყოფებოდა მორჩილად, შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე არაფერს ჭამდა,ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმინდანს ნება დართეს დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო. ასე, სრულ მარტოობაში ხუთი წელი გაატარა.

დღეს ღირსი საბა განწმენდელის ხსენების დღეა წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც, გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად აკურთხა.

წმიდა საბა დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. მან „უდაბნო ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა". გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

წმიდა საბა მკაცრი მმართველი იყო. მთელი მარხვის განმავლობაში პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა. უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება. დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა", შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ნაწილები მისსავე ლავრაშია დაცული.

[Sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 18 დეკემბერს საბაობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია საბაობას აღნიშნავს
28 ივლისს კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს