FM97.5 / LIVE

ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს

მთავარიეკონომიკა 16.12.2015
ქალაქ ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში მეცხრედ შევიდა ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლებიც და ხარჯებიც.

ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს

დღეს, 16 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიილეს.

ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა და 8.551.800–ის ნაცვლად 8.694.100 ლარი შეადგინა. მათ შორის, გადასახადები გაიზარდა 13.500 ლარით, სხვა შემოსავლები 77.200 ლარით. არაფინანსური აქტიების კლება გაიზარდა 52.600 ლარით.

შემოსავლების პარალელურად, გაიზარდა გადასახდელებიც და 10.943.200–ის ნაცვლად 11.086.000 ლარი შეადგინა.

გაზრდილ ხარჯებშია 15.500 ლარით გაზრდილი მერიის ხარჯი. მაგალითად, გაზრდილ ხარჯებშია ახალციხის სასპორტო სკოლისთვის რინგის შესაძენად გამოყოფილი 7200 ლარი, ასევე, ააიპ „ახალციხის“ტბის ნავის შესაძენად გათვალისწინებული 1200 ლარი და ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისთვის წიგნების შესაძენად გათვლილი 900 ლარი.

თანხები იზრდება სახლების სახურავებისა და ფასადების შეცვლისა და სათნოების სახლის რებილიტაციისთვის. ეს თანხა 487.000–ის ნაცვლად 511.500 ლარით განისაზღვრა. 2500 ლარით გაიზარდა სამუსიკო სკოლის სუბსიდია და 63.300 ლარი გახდა.

ცვლილებები რელიგიური, საზოგადოებრივი და ახალგაზრდულ ორგანიზაციების ხელშეწყობის პროგრამაშიც შევიდა, – 110, 000 ლარი, 210, 000 ლარამდე გაიზარდა. ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განმარტებით, დამატებული 100, 000 ლარი , წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის სარემონტო–სამუშაოების დასრულებას მოხმარდება.

ასევე, 500 ლარით გაიზარდა თანხა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა სწავლის გადასახადის შეღავათებისთვის და 30.500 ლარი შეადგინა.

კიდვ ერთი ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯებს შეეხო. კომპიუტერის შეძენის ნაცვლად 600 ლარით ფოტოაპარატს შეიძენენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა