FM97.5 / LIVE

შემოდის სტატუსი ‘გოჩა დაბნეულია’ – თალაკვაძე უკონტაქტო პატრულირებას განმარტავს

მთავარისაზოგადოება 16.12.2015
‘შემოგვაქვს მობილური დეტექტორები, როდესაც ‘გოჩამაც’ არ იცის, ანუ, პროგრამამაც არ იცის სად არის დეტექტორი და შემოდის მესამე სტატუსი: ‘გოჩა დაბნეულია’ – შს მინისტრის მოადგილე განმარტავს რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება.

შემოდის სტატუსი ‘გოჩა დაბნეულია’ – თალაკვაძე უკონტაქტო პატრულირებას განმარტავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი სისტემის ძირითადი მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამისთვის მოძრაობის სისტემაში არაერთი სიახლეა, მათ შორის, უკონტაქტო პატრულირება.

„შემოგვაქვს უკონტაქტო პატრულირება, რაც ასე მოგვწონს ევროპაში. რატომ არ არღვევენ მოქალაქეები ევროპაში, როდესაც პოლიციელი არ დგას, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ არის შესაძლებლობა უკონტაქტო გზით დააჯარიმოს სახელმწიფომ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „ჯიდიესის“ გადაცემა 2030–ში სტუმრობისას.

მისი განმარტებით, იქნება სპეციალური GPS რეგისტრატორები, რომლებიც სატელიტის საშუალებით მოძრაობის დარღვევის ზუსტ დროს და ადგილს აღნუსხავს. მონაცემები გადაეცემა პოლიციას და პოლიცია დააჯარიმებს მძღოლს.

„ეს იმოქმედებს ისე, როგორც დღეს მოქმედებს ვიდეოჯარიმა. მხატვრულად რომ ვთქვათ, ვიდეოკამერა ბოძებიდან ჩამოდის და იწყებს მოძრაობას. პროგრამაც კი არის შექმნილი ტელეფონისთვის, რომელიც გაჩვენებთ სად არის სიჩქარის დეტექტორი, დამონტაჟებული – “გოჩა ჩართულია”, “გოჩა გამორთულია”. ჩვენ შემოგვაქვს მობილური დეტექტორები, როდესაც “გოჩამაც” კი არ იცის, ანუ, პროგრამამაც კი არ იცის სად არის ეს დეტექტორი და შემოდის მესამე სტატუსი, “გოჩა დაბნეულია”, ანუ ვთქვათ დღეს ეს დეტექტორი დგას მეხუთე კილომეტრზე, ხვალ მეშვიდეზე და მძღოლებს აქვთ განცდა, რომ სიჩქარის გადაჭარბება ყველგან ისჯება და არა მხოლოდ იმ ბოძებთან, რომელიც მათ დაიმახსოვრეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ავტოავარიების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება და ათასობით ზიანდება, ამის გამო დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო.

„წლის განმავლობაში ჩვენ ვკარგავთ 600–ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც იღუპებიან ავარიების დროს და ასევე 10.000–ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც იღებენს ტრამვას და სახიჩრდებიან. მხოლოდ თბილისში 26 შავი წერტილია, სადაც ავარიების უმტესობა ხდება. პრობლემა გვაქვს მგზავრების გადაყვანის დროს, თქვენ გინახავთ მიკროავტობუსები, რომლებიც ძალიან ჩქარა მოძრაობენ და რისკს უქმნიან მგზავრებს. ეს არის კოლოსალური დანაკარგი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შშს: უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს
შსს: უკონტაქტო პატრულირებას ‘თვალთვალთან’ საერთო არაფერი აქვს
‘ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ ვეღარ იმუშავებს’– მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
შსს:  ავტოსაგზაო შემთხვევებმა იკლო
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს