FM97.5 / LIVE

ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს

მთავარიპოლიტიკა 15.12.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე განაცხდების მიღება ერთი თვის წინ დასრულდა, თუმცა, საკონკურსო კომისიას საბუთების გადარჩევა ჯერ არ დაუსრულებია.

ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე, რომელიც მეოთხედ ტარდება, განაცხადების მიღება 27 ნოემბერს დაასრულა.

კონკურსზე 567 განაცხადი შევიდა, თუმცა, რამდენი განმცხადებელი გადავიდა მეორე ტურში, ჯერ გარკვეული არ არის, საკონკურსო–საატესტაციო კომისიას საბუთების გადარჩევა ჯერ არ დაუსრულებია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ვადებში შეზღუდვა არ აქვთ, კონკურსის ეტაპებისთვის კონკრეტულად გაწერილი ვადები არ არის, მთავარია, კონკურსი 15 თებერვლამდე დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 23 ვაკანტურ პოზიციაზე მეოთხედ გამოაცხადა. იმის გამო, რომ კონკურსში მონაწილეობა ცოტა კონკურსანტმა მიიღო, განაცხადის შეტანის ვადები ერთი კვირით გადაიწია.

გამგეობაში ვაკანტური შემდეგი პოზიციებია:
უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი;
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი;
იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსი;
წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი აწყურის, აგარის და პამაჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის საკითხებში;
წამყვანი და უფროსი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ქ. ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ასევე წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე წყალთბილის, სხვილისის და ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში; წამყვანი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი აგრარულ საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი კონტროლისა და აუდიტის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში.

ყველაზე მეტი, 61 განაცხადი შევიდა უფროსი სპეციალისტის პოციზიაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 46 განაცხადი – წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში, 35 კი – გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ყველაზე ნაკლები, 7 განაცხადი შევიდა იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ამდენივე წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის საკითხებში;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
მეოთხე მცდელობა – ახალციხის გამგეობა 23 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია
რა პოზიციები დარჩა ვაკანტური ახალციხის გამგეობაში