სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო

მთავარისაზოგადოება 15.12.2015
დღეიდან, 15 დეკემბრიდან, ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყება და 31 დეკემბერს, საღამოს, კონცერტით დასრულდება.

ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო
დღეიდან ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო განათებების დამონტაჟებას იწყებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნაძვის ხეს ბორჯომის ცენტრში დადგამენ.

31 დეკემბერს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბორჯომის ქუჩებში თოვლის ბაბუა ივლის, რომელიც მოსახლეობას საახალწლო წარმოადგენაზე დასასწრებად მოუწოდებს.

საახალწლო წარმოდგენა 31 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

„კონცერტზე გათვალისწინებულია 2015 წლის წარმატებული ადამიანების: სპორტსმენებისა და ხელოვანების, პედაგოგების, მედიცინის მუშაკებისა და ქალაქის სხვადასხვა სამსახურების წარმატებული თანამშრომლების დაჯილდოება. ღონისძიებას დაასრულებს ფეირვერკი. ასევე ბორჯომის კულტურის სახლი და თოჯინების თეატრი პატარა მაყურებლის წინაშე სპეციალური საახალწლო პროგრამით წარსდგება“, – განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

საახალწლო წარმოდგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21.630 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალური პროგრამის მიხედვით, საახალწლოდ 400–მდე ბენეფიციარს პირად ანგარიშზე 100 ლარს ჩაურიცხავს. რისთვისაც დაახლოებით 40.000 ლარი დაიხარჯება.

„აღნიშნული პროგრამის მიხედვით დახმარებას მიიღებენ: მრავალშვილიანი დედები, დიდ სამამულო ომში მარჩენალდაკარგული ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, 18 წლამდე ასაკის შშმ პირები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდები, მარტოხელა დედები“, – განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.09.2017 სააგენტო: ვარძიაში ხანძარი ლიკვიდირებულია

22.09.2017 ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი

22.09.2017 ღია საუბრები სამცხე-ჯავახეთში - მწერალი დათო ტურაშვილი და NGO-ები ზანავსა და გოგაშენს ეწვევიან

22.09.2017 წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობა 187 მოქალაქეს საახალწლო საჩუქარს გადასცემს
რა გელოდებათ 31 დეკემბერს ბორჯომში
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა