FM97.5 / LIVE
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს

მთავარიეკონომიკა 14.12.2015
აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2016 წლისთვის.

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს.

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. კომისია გასცემს გრანტებს მაქსიმუმ 24,000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი მიმართულებით:

სამოქალაქო ჩართულობა (სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ-ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა)

საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა (ამომრჩეველთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა)

გარემოს დაცვა (საზოგადოების ინფორმირება; გარემოს დაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა)

მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის (ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა)

პროექტები მიიღება 2016 წლის 25 იანვრის 18:00 სთ-მდე. პროექტების განხილვა გრძელდება პროექტის შემოტანიდან 3-6 თვემდე. კომისიის განხილვის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში იღებს დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილებას.

საპროექტო განაცხადი (ერთი ამობეჭდილი ასლი, ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ ჩააბაროთ აშშ-ს საელჩოს მისაღებში შემდეგ მისამართზე:
აშშ-ს საელჩო, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 11, თბილისი 0131.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ინგლისურ-ქართული და ინგლისურ-რუსული განაცხადის ფორმები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საელჩოს ვებ გვერდიდან: http://georgia.usembassy.gov/resources/demcom.html

კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს:
სოფიო გეგეჭკორს ტელ.: 2-277-601, gegechkoris@state.gov
ნინო გაგუას ტელ.: 2-277-628 gaguan@state.gov


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს
"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი"  სატელევიზიო ფილმების კონკურსს აცხადებს