FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება

მთავარისაზოგადოება 14.12.2015
სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულების გამო, ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გაზის მიწოდება დღეს, 14 დეკემბერს აღდგება.

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება
დაანონსებული ორი დღის ნაცვლად, ახალციხეს ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება. მოსახლეობას გაზი დღეს, დილის 05:00 საათიდან არ მიეწოდება.

„მარნეულში დროზე ადრე დაასრულეს სამუშაოები. 15 წუთში გავუშვებთ გაზს. მილების გავსებას დაახლოებით ერთი საათი ან საათნახევარი დასჭირდება. დღის ბოლომდე ბუნებრივი აირი ყველა მოსახლეს ექნება“, – ამბობს შპს „ინტერგაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, მარნეულის განშტოებაზე ჩასატარებელი შეჭრითი სამუშაოების გამო, ქალაქ ახალციხეს, ვალეს, დაბა ასპინძას, სოფელ ხიზაბავრას და დამალას ბუნებრივი აირის მიწოდება 14 დეკემბრის 05:00 საათიდან და 15 დეკემბერის 15:00 უნდა შეწყვეტოდა.

აღნიშნული სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის გარეშე სამცხე–ჯავახეთში 7.200 აბონენტი დარჩა.

ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო ორი დღით სასწავლო პროცესი შეჩერდა ახალციხის რვა საბავშვო ბაღში. ხოლო ახალციხის შვიდი სკოლიდან ოთხში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება, 15 დეკემბერს სამ მათგანში გაკვეთილები არ უნდა ჩატარებულიყო. აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი იმ დაწესებულებებში, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო სწავლა დროებით შეჩერდა, "სამხრეთის კარიბჭე" არკვევს და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ვადაზე ადრე აღდგა
ხვალიდან, 15 დეკემბრიდან, ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდება
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება შეწყდება
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება
შეზღუდვები ახალციხის სკოლებში – სად შეწყდება სწავლა