FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

მთავარისაზოგადოება 13.12.2015
რატომ შეჩერდა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია; ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად უხელფასოდ დარჩენილი მუშები და დაჯარიმებული კომპანია; მოუწევთ თუ არა მხარეებს სამართლებრივი დავა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო, შეჩერებულია. მიზეზი მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტა გახდა.

თეატრის ადმინისტრაციაში განმარატვენ, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, სამუშაოები დათქმულ დროში და ხარისხიანად ვერ შეასრულა.

„16 ნოემბერს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, ხელშეკრულების ვადებში ვერ ჩაეტია და დაჯარიმდა კიდეც, გარდა ამისა, სამუშაოებიც უხარისხოდ არის შესრულებული. კომპანიის ხელმძღვანელობამ თავად მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და 3 დეკემბერს ოფიციალური წერილიც მოგვწერა“, – ამბობს მესხეთის დრამატული თეატრის დრიექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

ტენდერში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილია“, რომელმაც თეატრის სახურავი და ფანჯრები შეცვალა. თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამავე კომპანიას ევალებოდა თეატრის სცენაზე იატაკის შეცვლაც, თუმცა ხარისხიანი მასალის დაგება ვერ შეძლო.

„სცენაზე ვერ დაასრულეს სამუშაოები. იატაკის დასაგები ხმელი მასალა არ იყო ხარისხიანი, არ კეთდებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. არ ვიცი ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზის გამო, ეს ჩვენი პრობლემა არ არის, როდესაც კონტრაქტს უფორმებ კომპანიას, მან ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს“, – ამბობს თეატრის დირექტორი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს შპს „ქრისტინე სარაშვილის“ ხელმძღვანელი ნუგზარ სარაშვილი და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულება დროულად რომ ვერ შეძლო, ეს თეატრის ადმინისტრაციის ბრალია.

„არ მაძლევდნენ მუშაობის საშუალებას, სულ რეპეტიციები ქონდათ. ჩემი წარმოდგენილი გრაფიკი, რომელიც შევათანხმე ხელშეკრულებით, შემიმცირეს, სამი კვირის ნაცვლად ერთი კვირა მომცეს ვადა. დამატებითი სამუშაოები გამაკეთებინეს და ჯარიმებზეც გამიშვეს, 4.800 ლარის გადახდას მთხოვენ“, – ამბობს ნუგზარ სარაშვილი.

რაც შეეხება სცენაზე იატაკის უხარისხოდ დაგებას, მისი თქმით, ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, როგორი მასალა უნდა გამოეყენებინათ: "საერთოდ არ იყო პროექტი. ეს ყველაფერი სიჩქარის და უცოდინრობის გამო მოხდა. თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე ითხოვდნენ ექსპერტიზის დასკვნას. შუალედური აქტები არსად არ კეთდება. მათ ჩემი დისკრიმინაცია მოახდინეს და დამბლოკეს“.

შესრულებული სამუშაოებისთვის თეატრის ხელმძღვანელობას კომპანიისთვის თანხა არ გადაურიცხავს. ნუგზარ სარაშვილს პრეტენზია 123.000 ლარზე აქვს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ თანხას ვერ მიიღებს, ბრძოლას სამართლებრივად გეგმავს.

„ვითხოვ იმ თანხის ანაზღაურებას რაც მეკუთვნის, არ ვაპირებ ჯარიმების გადახდას და თუ საჭიროა სასამართლოსაც მივმართავ“, – აცხადებს სარაშვილი.

თეატრში სამუშაოებზე 15–მდე მუშა იყო დასაქმებული, რომლებსაც ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ. ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 10.000 ლარის დავალიანება აქვს გასაცემი, მაგრამ ვიდრე დამკვეთი ორგანიზაცია თანხას არ გადაუხდის, ხელფასს ვერ გასცემს.

თუმცა, თანხის ჩარიცხვას არ აპირებს თეატრის ადმინისტრაცია. დირექტორის განმარტებით, ვიდრე შესრულებულ სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა არ ჩაუტარდება, კომპანიას თანხას ვერ გადაურიცხავს.

„წინასწარ კონტრაქტში ასეთი პირობა არ გვიდევს, მე არც ავანსად გამიცია თანხა. რომ წარმოადგენს სამხარაულის დასკვნას, ამის შემდეგ მოხდება ანგარიშსწორება ჩვენს შორის. რა თანხაც იქნება მითითებული ამ დასკვნაში, იმას გადავურიცხავთ. ექსპერტიზის ჩატარება ევალება შპს „ქრისტინე სარაშვილს“, – ამბობს თეატრის დირექტორი.

როდის ჩამოვლენ ახალციხეში სამხარაულის ექსპერტები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მანამდე კი თეატრის ადმინისტრაცია დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ახალ კომპანიას ეძებს, რომელთანაც ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრს მშენებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
შეწყვეტილი რემონტი თეატრში და მშენებელი კომპანია ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა