FM97.5 / LIVE

'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 12.12.2015
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სერგო რატიანი, მიხეილ მაჭავარიანი და დავით დარჩიაშვილი სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ და გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა მესხეთის თეატრში 14:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას პარტიის რაიონული ორგანიზაციების წევრები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა ჩიტაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი და ტარიელ ლონდარიძე ესწრებოდნენ. მესხეთის თეატრში იმყოფებოდა ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი.

მესხეთის თეატრის 500 კაციანი დარბაზი ენმ–ს წევრებით თითქმის სავსე იყო. შეხვედრის დაწყებისთანავე, ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე ისაუბრა, რაზეც დარბაზში შეკრებილი მოქალაქეები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

"დღეს სამცხის რეგიონის პარტიული შეკრება გვაქვს, ასეთი შეკრებების გამართვა აუცილებელია, ყველაფერთან ერთად 2016 წელი, განსაკუთრებული წელია. ჩვენ გვაქვს ის ამბიცია და რწმენა, რომ ამ არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ", – განაცხადა ენმ–ს წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა დარბზში შეკრებილ აქტივისტებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში არ ყოფნის, 3 წლის თავზე, მათ გვერდით დგანან.

"დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში არ ყოფნის მიუხედავად, მესამე წელია ჩვენს გვერდით დგახართ და რაც ყველაზე მთავარია, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა გამოკითხვის მიხედვით პირველ ადგილზეა", – განაცხადა სერგო რატიანმა და მოსახლეობას გაძლიერებისა და გამარჯვებისკენ მოუწოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთს ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ სჯის, რომ ვანო მერაბიშვილის მხარეა, გარდა ამისა, ჩილინგარაშვილმა ისიც თქვა, რომ ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ამზადებენ.

'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში

"გვჩაგრავენ, გვსჯიან მხოლოდ იმისთვის, რომ ვანო ამ რეგიონიდანაა. ამ მხარეში არაფერი კეთდება, თანხას მხოლოდ საკუთარი მუცლებისთვის ყოფენ. გედი ფოფხაძეს, კი მაჟორიტარ დეპუტატად ამზადებენ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ერთი შემართებით 'ლაფათკაზე' დავდოთ და გავისროლოთ "ქართული ოცნება", – განაცხადა ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

"ადამიანებს ნათელი გზა უნდა დავანახოთ, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. ერთადერთი გზა ის არის, რომ "ქართული ოცნება" გაუშვათ ხელისუფლებიდან და მხარი ჩვენ დაგვიჭიროთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდომარეობიდან", – განაცხადა შეხვედრაზე მიხეილ მაჭავარიანმა.

მესხეთის თეატრში შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
ენმ: ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ გამარჯვებით დავასრულოთ არჩევნები
ზურაბ ჩილინგარაშვილი: "იმიტომ ხომ არ ისჯება ადიგენი, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია?!"
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
'ნაციონალურმა მოძრაობამ'  მაჟორიტარების დასახელება  სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’