FM97.5 / LIVE

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.12.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქალაქ ახალციხის კოლეჯ "ოპიზარის" 2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებული სტუდენტების ვინაობა ცნობილია. მერია 10 სტუდენტს ერთი სემესტრის ყოველთვიურ სტიპენდიას ეტაპობრივად ჩაურიცხავს.

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ "ოპიზარის" წარჩინებული სტუდენტები 2014–2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ქულების მიხედვით მერიისგან 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. მერიაში ირწმუნებიან, რომ უნივერსიტეტის რვა და კოლეჯის 2 სტუდენტი ერთი სემესტრის სტიპენდიას სრულად მიიღებს.

"მერია ბრძანებას წერს ყოველ თვე, მაგრამ სტიპენდია ინიშნება სემესტრულად, უბრალოდ სასწავლებელს ვუთანხმებთ, რამე ხომ არ შეიცვალა, ან სტუდენტი ხომ არ გადავიდა სხვა უნივერსტეტში და ასე შემდეგ", – განმარტავენ მერიაში.

რაც შეეხება იმას, რომ ოქტომბრის სტიპენდია დეკემბერში ირიცხება, მერიაში ამბობენ, რომ უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან წარჩინებული სტუდენტების სია ახლა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქალაქ ახალციხის კოლეჯ "ოპოზარის" წარჩინებულ სტუდენტებს ქალაქის მერიამ სტიპენდია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაუნიშნა. თუმცა, მაშინ სტუდენტებმა მხოლოდ ორი თვის სტიპენდია მიიღეს, რაც მერიამ სემესტრის დამთავრებით ახსნა.

„სტიპენდია ინიშნება სემესტრულად, და არა წლიურად. ყოველი სემესტრის ბოლოს გადმოგვცემენ სტუდენტების სიას და წარჩინებულ სტუდენტებს ერიცხებათ თანხა. წინა სემესტრში ჩაერიცხათ, პირველი სემესტრის ქულებით“, – განგვიმარტეს მერიაში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს
ახალციხის მერიიდან სტიპენდიას ათზე მეტი სტუდენტი მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება