FM97.5 / LIVE

„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა

მთავარისაზოგადოება 09.12.2015
ახალციხის თოჯინების თეატრში 2015 წლის ბოლო პრემიერა გაიმართა. სპექტაკლს პატარებთან ერთად მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ;

„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
„თოვლის დედოფალი“ ასე ჰქვია საახალწლო სპექტაკლს, რომელიც ახალციხის თოჯინების თეატრში გაიმართა. თოვლის ბაბუამ, კურდღელმა, ფიფქიამ და ჯუჯებმა სცენაზე საახალწლო განწყობა შექმნეს.

სპექტაკლი, ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ ქორიძემ დადგა და მასში ხუთი მსახიობი მონაწილეობს.

„რეპეტიციები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, თოჯინების თეატრის სცენაზე ფიფქიას როლის შემსრულებლის დებიუტი შედგა. ამ სპექტაკლს, სხვადასხვა ბაღისა და სკოლის მოსწავლეებს ვუჩვენებთ“, – განაცხადა ქორიძემ.

„თოვლის დედოფალი“ ახალციხის თოჯინების თეატრში რიგით მეოთხე პრემიერაა, როგორც თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური ამბობს ბოლო, მეოთხე სპექტაკლი, ახალციხის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა: „ამ სპექტაკლით ჩვენი სეზონი დაიხურა. ახალციხის მერიამ 2016 წლის სეზონზე კიდევ ერთი სპექტაკლი დაგვიფინანსა, ეს უკვე მიღწევაა“.

მისი თქმით, 2016 წელს ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებელს ხუთ პრემიერას შესთავაზებს. გარდა ამისა, თეატრი ძველი სპექტაკლების აღდგენასაც გეგმავს.

„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს
'ძალად ექიმი'–  ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
როგორ ემზადება ახალციხის თოჯინების თეატრი საახალწლოდ
ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლი გაიმართება
„ურჩხული და მზეთუნახავი“ – თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება