FM97.5 / LIVE

სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.12.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვახანძარი მიხეილ გასიტაშვილის საცხოვრებელ სახლში გუშინ, 8 დეკემბრეს საღამოს დაახლოებით 19:00 საათისთვის გაჩნდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ხანძარი სახლის სახურავს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის სამი მანქანა მუშაობდა, რომელმაც ხანძარი დროულად ჩააქრო. ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. აწყურში იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გასიტაშვილების ოთხსულიან ოჯახს აუცილებლად დაეხმარებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ხანძარი ახალციხეში - ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა[Photo]