FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლოში ბრალდებული ცუდად გახდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 08.12.2015
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ცუდად გახდა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ახალციხის სასამართლოში ბრალდებული ცუდად გახდა
ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ბესიკ. ხ–ს დამხარებას ექიმები ცდილობენ. მას შემდეგ რაც იგი ბადრაგმა სასამართლოში მიიყვანა შეუძლოდ გახდა. ამიტომ სასწრაფო გამოიძახეს.

„ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ პერიოდულად ცუდად ხდება ხოლმე. სასწრაფო ბადრაგმა თვითონ გამოიძახა. ჩვენ შიგნით არ გვიშვებენ. იმედია უკეთ გახდება“, – ამბობს ბესიკ.ხ–ს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი და ამატებს, რომ თუ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა პროცესი გადაიდოს კიდეც.

დღეს, 8 დეკემბერს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების წინა სასამართოს სხდომა 12 საათზე უნდა გამართულიყო. სასამართლო ბესიკ ხ-ს მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ახალგაზრდა ახალციხეში, 15 ოქტომბერს ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მათ პროკურატურა სსკ–ის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7–დან 11 წლამდე.

[თამუნა უჩიძე, ვარლამ წიკლაური ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ახალგაზრდიდან ორი საპატიმროში შეაბრუნეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ
ახალციხეში ოთხი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ახალციხის სასამართლოში პატიმარი ცუდად გახდა
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
აწყურში დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდა