სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა

მთავარიეკონომიკა 07.12.2015
თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და საჩუქრები პატარებისთვის. ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქუჩების, ცენტრალური პარკის, სკვერების და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვისთვის, ტენდერი 46.277 ლარზე გამოაცხადა.

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი დღეს, 7 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 9 დეკემბერს დასულდება.

ტენდერის პირობების მიხედვით, საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს დაიწყება. ამ დღეს თოვლის ბაბუა, მასხარა და ზღაპრის გმირები, N7 საჯარო სკოლას ესტუმრებიან და 31 მოსწავლეს ტკბილეულით დაასაჩუქრებენ.

31 დეკემბერს კი საზეიმო ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. ქალაქის ქუჩებში ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობების მსვლელობა მოეწყობა.

15:00 საათზე ცენტრალურ პარკში შეკრებილი პატარებისათვის დაიწყება წარმოდგენა. 18:00 საათზე კი, მერიის თანამშრომლები და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებს გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 34.025 ლარი დაიხარჯა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
მერიამ პატარებს საახალწლო  საჩუქრები გადასცა [Photo]