FM97.5 / LIVE

„ხმა ამოიღეთ!“ – ახალციხეში ქალთა და გოგონათა ძალადობაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 07.12.2015
ქალზე ძალადობა, მკვლელობები, ნაადრევად შექმნილი და დანგრეული ოჯახები; ახალციხეში ქალზე ძალადობის თემაზე იმსჯელეს და ძალადობის მსხვერპლებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდეს;

„ხმა ამოიღეთ!“ – ახალციხეში ქალთა და გოგონათა ძალადობაზე იმსჯელეს
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობაში ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართა. 45–წუთიან ფილმში ძალადობის მსხვერპლი ქალები ტრაგიკული ისტორიების შესახებ ყვებიან. თუმცა, ამავე ფილმში ნაჩვენებია ისიც, თუ როგორ არ სურთ ქალებს ოჯახური ძალადობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ, როგორ აგრძელებენ მოძალადესთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხვორებას და ამას შვილების ფაქტორით, ან სხვა მიზეზით ხსნიან.

ფილმის ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზში დისკუსია გამართეს.

„ხმა ამოიღეთ!“ – ახალციხეში ქალთა და გოგონათა ძალადობაზე იმსჯელეს

განსაკუთრებული აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ ფილმში რესპონდენტების უმრავლესობა ნაადრევ ასაკში გათხოვილია.

„ძალიან საინტერესო ფილმი იყო, ის დღვანდელ რეალობას ასახავს. ადრეულ ასაკში ქორწინება, რაც თითქოს დემოგრაფიულ ვითარებას აუმჯობესებს, ქალს ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს ხდის“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან მიშველიძე.

იგი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას დადებითად აფასებს: „ეს სრულად ვერ შეცვლის დამოკიდებულებებს, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯი ნადვილად იქნება. ამ პრობლემების მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება“.

მიშეველიძეს ეთანხმება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კარლენ მანასიანი: ადრეულ ასაკში გოგონები ოჯახიდან ძალადობას გაურბიან, იქ არსებულ პრობლემებთანე რთად ცხვორება არ სურთ, მაგრამ რომ თხოვდებიან იქაც იგივე ვთარებაში უხდებათ ცხოვრება. მხოლოდ კანონმდებლობა ამ კუთხით ვერაფერს შეცვლის თუ მენტალიტეტიც არ შეიცვალა“.

შეხვედრის ორგანიზატორი,"მერსი ქორფსის" "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" გენდერისა და მმართველობის კონსულტანტი ნინო რუხაძე აცხადებს,რომ საზოგადოებას ცნობიერების ამაღლება სჭრიდება: „ამგვარი დისკუსიებთ ალბათ ამას შევუწყობთ ხელს. ასეთი შეხვედრებით ალბათ უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს ასეთ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე. თუ აქამდე არავინ იღებდა ხმას ასეთ თემებზე, ამის შემდეგ ვფიქრობ, მეტი სტიმული მიეცემათ ადამიანებს რომ ხმა ამოიღონ“.

დისკუსიის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეუერთდნენ აქციას „ფორთოხლისფერი მსოფლიო“. მათ დაურიგდათ A5 ფორმატის ცარიელები ფურცლები, საღებავები და მარკერები. ფურცლებზე თითოეულმა მათგანმა საკუთარი პოზიცია დაწერა, საღებავის საშუალებით კი მასზე საკუთარი ხელის ანაბეჭდი დააფიქსირა.

ღონისძიება გაიმართა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში – „ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ ეს აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

ღონისძიება ახალციხეში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ფასილიტაცია ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა გაუწია.

„ხმა ამოიღეთ!“ – ახალციხეში ქალთა და გოგონათა ძალადობაზე იმსჯელეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
„ფორთოხლისფერი მსოფლიო“ – გზავნილი ახალციხიდან  [Video]
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
კვირის აქცენტი: ნაადრევი ქორწინება [Video]
არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა