FM97.5 / LIVE

ახალი მფლობელი და მეტი პრობლემა ახალციხის საავამდყოფოში

მთავარი 12.11.2012
გაორმაგებული ტარიფები, უკმაყოფილო პაციენტები, არასწორად განაწილებული ხელფასები და მედიკამენტების დეფიციტი ახალციხის საავადმყოფოში; მედპერსონალი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინში და ახალი მმართველი სამედიცინო დაწესებულებაში

ახალი მფლობელი და მეტი პრობლემა ახალციხის საავამდყოფოში
”ჟურნალისტებს არ დაელაპარაკოთ”


საავადმყოფოში თანამშრომლები პრესასთან საუბარს ერიდებიან. უფრო მეტიც, ექიმის კაბინეტში შესული ჟურნალიტი არავინ უნდა დაინახოს, თორემ პრობლემები შეექმნებათ, სიტუაცია დაძაბულია და შესაძლოა ამის გამო სამსახურიდანაც დაითხოვონ.

როგორც ექიმები ამბობენ: ”თითქმის ყველა ხუთწუთიანი გაფრთხილებით იწყება - ჟურნალისტებს არ დაელაპარაკოთ”.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამ მხრივ გასაკუთრებით მკაცრი მას შემდეგ გახდა, რაც ”სამხრეთის კარიბჭემ” სასწრაფო სამედიცინო სამსახურში არსებული გაუმართავი ტექნიკური პირობების გამო კითხვები დასვა.

იმის გამო, რომ თანამშრომლებს პრობლემები არ შეექმნათ, მედდებიცა და ექიმებიც ანონიმურად ჩავწერეთ.

ახალი მმართველი


ახალციხის რაიონული საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის ’”ჩემი ოჯახის კლინიკის” მმართველობაში გადავიდა.

კომპანიამ საავადმყოფოს რეკონსტრუქციის ვალდებულება 2012 წლის სექტემბრში აიღო. საკონტრაქტო ვალდებულება ეკონომიკის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან გაფორმდა.

”საკონტრაქტო ვალდებულებით, „ჩემი ოჯახის კლინიკამ“ აიღო სამედიცინო სერვისების უწყვეტად უზრუნველყოფის ვალდებულება. გარდა ამისა, იგეგმება ახალი სერვისების შემოტანა, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას მრავალფეროვან და კომპლექსურ სერვისებზე რეგიონის მასშტაბით. მათ შორის შეიქმნება სისხლის ბანკი და ძლიერი რეფერალური სამსახური, რაც რეგიონში გადაუდებელი შემთხვევების ეფექტურად მართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებენ კლინიკაში და ამატებენ, რომ რეკონსტრუქცია 2013 წლის სექტემბრისათვის დასრულდება - ყველაფერი აწყობილია იმაზე, რომ პაციენტს ჩვენს მიმართ ჰქონდეს ნდობა და მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება”.

მომატებული ტარიფები

მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიის შესვლის პირველივე დღეებიდანვე ”უნიმედი სამცხე” ახალციხის რაიონულ საავამდყოფოს მიმართ პაციენტები უარყოფითად განეწყვნენ.

თამარ ზედგინიძეს ძლიერი ხველის გამო ექიმთან ვიზიტისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარი გადაახდევინეს, სისხლის საერთო ანალიზის გასაკეთებლად კი 5-ის ნაცვლად 10-ლარიანი ქვითარი გამოუწერეს.

”ფასები ყველაფერზე მომატებულია. ვეცდებით იქ წავიდეთ, სადაც ნაკლებს გადაგვახდევინებენ. თუ ძალიან არ გაუჭირდა აქ ფეხს დაადგამს ვინმე?!” - კითხულობს ჟენია ბალახაძე.

საავადმყოფოში ტარიფები გაორმაგებული და გასამმაგებულიცაა. მაგალითად თუ აქადმე რეანიმაციაში ერთი ღამე 200 ლარამდე ღირდა, როგორც საავადმყოფოში გვიხსნიან ახლა მისი ღირებულება 650 ლარით განისაზღვრება. ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტა 50 ლარიდან 110 ლარამდე გაიზარდა, ნარკოზით მისი გაკეთება კი 150 ლარი გახდა.

ფასები აქ მას შემდეგ გაიზარდა რაც საავადმყოფო ’”ჩემი ოჯახის კლინიკის” მმართველობაში გადავიდა.

უკმაყოფილო მედპერსონალი


ტარიფების ზრდა არაა ერთადერთი ცვლილება, რამაც საავადმყოფოში მმართველის შეცვლის შემდეგ პაციენტებისა და თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია. თუ აქამდე მედპერსონალი ანაზრაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით ღებულობდა, ახლა მათი თქმით მიუხედავად იმისა ბევრს იმუშავებენ თუ ცოტას, ხელფასს მაინც უცვლელი რაოდენობით, ფიქსირებულს მიიღებენ. ფიქსირებული ხელფასი კი საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელებმა არასწორად გაანაწილეს.

”ყოველთვიური ანაზღაურების რაოდენობა ბოლო თვეებში მიღებული ხელფასიდან გამოიყვანეს. ეს არასწორია, რადგან მაშინ ხელფასი შესრულებული სამუშაოს მიხედვით გვერიცხებოდა, ამდენად ერთი და იგივე სტატუსის თნამშრომელს შეიძლება ხელფასი სხვადასვხა თვეში სხვადასხვა რაოდენობით მიეღო. ამიტომ ახლა, მაგალითად ღამის ცვლაში რომ მუშაობს ორი მედდა, ერთს 140 მეორეს კი 180 ლარი ერიცხებოდეს”, - გვიხსნიან საავადმყოფოს თანამშრომლები.

ფიქსირებული ხელფასის გამო ექიმებმა მეტი მუშაობისა და სრული დატვირთვის მოტივაცია დაკარგეს: ”ერთი და იგივე ხელფასი უნდა მივიღოთ მეც და სხვამაც, რატომ გავსინჯო 50 პაციენტი და სხვამ 5?!”

ამიტომ ექიმების ნაწილს სამუშაო განწყობა ნაკლებად აქვს, მედდები კი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინში არიან: ”გაურკვეველი ტესტირება გაგვატარეს, მაგალითად თერაპიული განყოფილების მედდას რეანიმაციის საკითხებზე უხდებოდა პასუხების გაცემა და პირიქით. ვიკითხეთ თუ რამდენი იყო გადასალახი ბარეირი, ან ქულები რის მიხედვით ჯამდებოდა და ვერაფერი გვიპასუხეს. ეს ტესტირება იმისთვის ჩაგვაბარებინეს, რომ გვითხრან ვერ გაიარეთო და სამსახურიდან გაგვიშვან”.

არასაკმარისი მედიკამენტები


საავადმყოფოში ვითარებას ართულებს რიგი პრეპარატების უქონლობაც.

”არ არის რეაქტივები, რაც ანალიზის გაკეთებისას, გამოკვლევისას გვჭირდება, ანტიბიოტიკიც კიარ გვაქვს პაცინეტს რომ გავუკეთოთ. მაისურაძემ პრეპარატები ჩააბარა და ახლა ეს წამლები ახლად შემოსულმა კომპანიამ უნდა შეისყიდოს, მაგრამ რატომღაც არვინ ჩქარობს, - ამბობენ ექიმები და ამატებენ, რომ თუ ხმა ამოიღე დაგაჯარიმებენ, ასე ბოლო დროს არაერთი ექიმი დააჯარიმეს - ამ დაძაბული და გაურკვეველი მდგომარეობის გამო თუ ცოტა მაინც გართულებული აქვს პაციენეტს მდგომარეობა თბილისში ვგზავნით. ასეთ სიტუაციაში თავზე რაიმეს აღება ძნელია”.

შეგროვილი ხელმოწერები


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმის მოთხოვნით რომ საავადმყოფო კვლავ სახელმწიფო დოტაციაზე დარჩენლიყო საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელმწორები შეაგროვეს. როგორც ექიმები გვიხსნიან აღნიშულ წერილს ხელი თითქმის ყველამ მოაწერა: ”ამის შემდეგ ახალი ხელმძღვანელობა რამდენიმე ექიმს შეხვდა და ისაუბრეს”.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა შესთავაზა უკმაყოფილო თანამშრომლებს ახალმა ხელმძღვანელობამ, ან მიაღწიეს თუ არა რაიმე შეთანხმებას, ”ჩემი ოჯახის კლინიკაში”, რომელსაც ”სამხრეთის კარიბჭემ” წერილობით მიმართა, არ გვპასუხობენ. პასუხი ვერც არასაკმარისი მედიკამენტების შესახებ მივიღეთ.

იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები


როგორც კომპანიაში აცხადებენ, საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები, მათ შორის მენეჯმენტის დონეზე, ამ დრომდე არ განხორციელებულა. კლინიკა იმართება იმ მენეჯერული გუნდის მიერ, რომელიც მას მანამდე მართავდა. აქ 290-მდე თანამშრომელია დასაქმებული.
რაც შეეხება მედდების ტესტირებასა და მათი გათავისულფების მოლოდნს, კლინიკაში გვპასუხობენ: ”პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის კლინიკებში ტრენინგები ტარდება.ტრენინგის დაგეგმვის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი კადრის ცოდნის დონის შეფასებაა, ამ მიზნით შესაბამისი თანამშრომლები გადიან ტესტირების და გასაუბრების პროცესს, რათა სწორად შეირჩეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა”.
თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ამაღლება სრულად ფინანსდება. ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებული 4000-ზე მეტი მედ-პერსონალიდან, 40%-ზე მეტმა უკვე გაიარა გადამზადება. ახალციხის საავადმყოფოში ტრენინგის ჩატარება სამედიცინო ხარისხის მიმართულებით 20 ნოემბრიდან დაიწყება.

მოჩვენებითი ხელმისაწვდომობა


ტარიფების კვლავ გაიაფებით ”ჩემი ოჯახის კლინიკაში” ვერ გვაიმედებენ. მათი განცხადებით, ახალციხის საავადმყოფოში საფასო პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა: ”კლინიკას აქვს ვალდებულება ჰქონდეს ფიქსირებული ფასი ყველა სერვისზე. ეს ვალდებულება განსაზღვრულია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის #177ე დადგენილებით, რომელიც 1 სექტემბერს შევიდა ძალაში”.

მიუხედავად აღნიშულისა კლინიკაში ამბობენ, რომ საავადმყოფოში რიგ სერვისებზე ფასები შემცირდა: ”აქამდე კლინიკაში ერთ სერვისზე რამდენიმე ფასი არსებობდა. ახლა კი სერვისზე ერთი ფასი განისაზღვრა. რიგ სერვისებზე, როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ ნაწილში, ფასები შემცირდა. ეს ინფორმაცია გამოკრულია კლინიკაში ყველა პაციენტისათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ნებისმიერმა კლინიკაში შემოსვლისას უკვე იცის რა დაუჯდება მკურნალობა”.

საავადმყოფოს შესასვლელში გამოკრულ დაფაზე - ”მომსახურების ტარიფი”, მართლაც, ოთხ ათეულამდე ფურცელია გამოკრული, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმეს თუ წაიკითხავთ, რადგან მათი ნაწილი იმდენად მაღლაა გაკრული, რომ თითქმის ჭერიდან იწყება. ამდენად აქ რაიმეს გარკვევა, შეუძლოდ მყოფს კი არა ჯანმრთელ ადამიანსაც კი გაუჭირდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა