FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

მთავარიეკონომიკა 04.12.2015
დღეს, 4 დეკემბერს, ახალციხის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. განხილვას მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალციხის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ადგილობრივი თანხებით ჩვენი ბიუჯეტი 9.635.000 ლარია, მაგრამ ამას დაემატება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გათვალისწინებული თანხები და სავარაუდოდ 2016 წლის ბიუჯეტი, 13 მილიონზე მეტი იქნება“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

მისი თქმით, ქალაქის დასუფთავებისთვის 2016 წლის ბიუჯეტიდან, 650 ათასი ლარი დაიხარჯება. გარე განათების ქსპლუატაცია– რეაბილიტაციისთვის 120 ათასი ლარი. 563 ლარით კი. გარეგანათება დამონტაჟდება ზარზმელის ქუჩაზე და საბარგო სადგურის დასახლებაში.

725 ათასი ლარი დაიხარჯება კორპუსების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაციისთვის. კორპუსებს რეაბილიტაცია ქალაქის შემოსასვლელში, თამარაშვილის ქუჩაზე ჩაუტარდებათ. ასევე იგეგმება ორი სპორტული მოედნის და ამდენივე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტიდან 214 ათასი ლარი გაიწერა. 400.000 ლარი დაიხარჯება შიდა ქუჩების რეაბილიტაციისთვის.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ გარდა აღნიშნულისა მომავალ წელს ახალი ბაგა ბაღის და სასწრაფო სამედინიო დახმარების სამსახურისთვის ახალი შენობების აშენებას გეგმავენ.

როგორ გადანაწილდება თანხები ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, რადგან ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები ამ დრომდე ხორციელდება.

შეხვედრას ასოციაცია ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მეხიშვილიც დაესწრო, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობას თავისი რეკომენდაციები შესთავაზა.

„სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, შშმ პირებისთვის, საქართველოში ჯერ კიდევ არის სივრცე დაკეტილი. ყველანაირი თავის მოწონება ინფრასტრუქტურის თუ ნებისმიერ მშენებლობასთან დაკავშირებით იქნება არარეალური, თუ ამ ადამიანების ინტერესები არ გავითვალიწინეთ“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.

მომავალი წლი ბიუჯეტში, რვა სართულიან კორპუსში, ლიფტის შესაკეთებლად, თანხის გათვალიწინება ითხოვა, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა გალინა ხვიჩიამ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაესწრო, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის თავმჯდომარე ხათუნა ახობაძეც:“ ნამდვილად არის ეს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული. ყველაზე მეტად ჩვენ, უსინათლოებს გვიჭირს საკუთარი თავის რეალიზება. ვერაფერს ვაკეთებთ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.მერია კი ყოველთვიურად გვირიცხავს კომუნალური ხარჯებისთვის თანხას.

საჯარო განხილვის შემდეგ ბიუჯეტი პროექტის განხილვა საკრებულოში გაგრძელდება.

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ასპინძაში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
რომელ ქუჩებს მოაწესრიგებს მერია მომავალ წელს 4 მლნ–მდე ლარით
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა