სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტის მიხედვით, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება.

2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები: „ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება".

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, გავცრელებული ინფორმაცია, რომ მარჯვენასაჭიან მანქანებზე დამატებითი გადასახადი წესდება ან იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით, აბსოლუტურად ტყუილია: "მსგავსი არაფერი იგეგმება. იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი“.

მინისტრის თქმით, საქართველოში გავრცელებულია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება. მისივე განმარტებით, სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

"ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი.

"თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

არჩილ თალაკვაძე: ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად
უნდა აიკრძალოს თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები [Video]
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება
2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება