სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
"შენი გულისთვის–შენი უსაფრთხოებისთვის" – შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს. .

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს

სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება.

პროგრამის პრეზენტაცია დღეს სამინისტროში შედგა. მისასალმებელ სიტყვაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამამ უნდა დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

"წარმოდგენილი კანონპროექტი გათვლილია მოკლე ვადაში შედეგების მიღებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის შემუშავების პროცესში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი განხილვა გაიმართა", – აცხადებენ სამინისტროში.

ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან კამპანიასაც მოიცავს, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაზე ასევე მოხდა კამპანიის კლიპის, სლოგანის და ლოგოს პრეზენტაციაც. პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული - სიცოცხლე, რომელსაც იცავს საგზაო ნიშნები, წესები, კანონი.

„მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ კანონმორჩილი მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პრეზენტაციას მთავრობისა და ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

19.06.2018 მოხალისეობის პოპულარიზაციისთვის ახალციხეში ფორუმი გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს
მეხუთე სკოლა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება
გამოკითხვა: რას შეცვლის საგზაო მოძრაობის გამკაცრებული წესები [Video]
კონკურსი სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე