FM97.5 / LIVE

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
ვალეში, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის სამშებელო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები პროტესტს კვლავ აგრძელებენ. გაფიცულები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნები უცვლელია.

ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში, იქ სადაც გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს, დღეს, 3 დეკემბერს დილიდან 100-მდე მუშაა შეკრებილი. მუშები პროტესტს აგრძელებენ და ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს არ შეწყვეტენ.

შეგახსენებთ, რომ ვალეში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გუშინ, 2 დეკემბერს დილიდან დაიწყეს. აქცია 15:00 საათამდე გაგრძელდა. გაფიცულები ითხოვენ გაუზარდონ შემცირებული საათები, რის გამოც მათი ხელფასი 600–დან 400 ლარამდე შემცირდა, დაუმატონ ანაზღაურება შაბათ–კვირას მუშაობისთვის, ან ამ დღეებში დაასვენონ და გააუმჯობესონ მათი კვებითი მენიუ.

გუშინვე, კომპანიის დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელმა 30 მუშას უთხრა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქცია შუადღეს ისე დასრულდა, რომ მუშებთან არავინ გამოსულა.

საღამოს უფროსთან სასაუბროდ გათავისუფლებულები შევიდნენ. რაზე ისაუბრეს უცნობია, თუმცა, საღამოს, 30–დან 19–ს აცნობეს, რომ სამსახურში აღარ აღადგენდნენ და დაცვის პოლიციის დახმარებით ის სასტუმროც დაატოვებინეს, სადაც ღამეს ათევდნენ. სასტუმრო კომპანიას აქვს დაქირავებული.

[ვარლამ წიკლაური, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ
ვალეში გაფიცულ მუშებს კომპანია მოლაპარაკებას სთავაზობს
ვალეში მიმდინარე მოვლენებზე BP პასუხისმგებლობას კონტრაქტორს აკისრებს
საპროტესტო აქცია ვალეში
მუშების პროტესტის შედეგი – 19 მათგანს სამსახურიც დაატოვებინეს და ღამისგასათევიც [Photo]
ვალედან გათავისუფლებული მუშები გარდაბანში ბრუნდებიან
ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც