FM97.5 / LIVE

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს

მთავარისამართალი 02.12.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს: რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს განაჩენი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა გუშინ, პირველ დეკემბერს გამოუტანა.

წარდგენილი სამი მუხლიდან: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 341-ე მუხლი და მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი, სასამართლომ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ორ მუხლში უდანაშაულოდ სცნო, მესამე, 341–ე მუხლი, სამსახურეობრივი სიყალბე კი სამსახურეობრივ გულგრილობაში გადააკვალიფიცირა და ორივე მათგანს დააკისრა ჯარიმა 1700 ლარის ოდენობით.

ქასრაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა, ამბობს, რომ არ ეთანხმება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს მსჯავრი დასდეს: „სამსახურეობრივი საქმიანობის დაუდევარ დამოკიდებულებას, რომლითაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მერაბიშვილი და ქასრაშვილი, აუცილებლად გავასაჩივრებთ“.

განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს ბრალდების მხარე. პროკურორი თამარ ზურაბაშვილი ამბობს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლებას ამ ეტაპზე არ ასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გასული, 2014 წლის 11 აპრილს დააკავა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად იყო ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, რომელსაც 8–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმე ეხებოდა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს. საქმის მასალების მიხედვით, „2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეს არცერთი მხარე არ ასაჩივრებს
სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება