FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში

მთავარიპოლიტიკა 09.11.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა თანამდებობა დატოვა. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ოლეგ სანდროშვილი აირჩიეს

საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
მალხაზ გიქოშვილმა გადადგომის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფძველზე დატოვა.

დღევანდელ სხდომაზევე, ერთხმად აირჩიეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ოლეგ სანდროშვილი, რომელიც საკრებულოს წევრი ფრაქცია ”ქართული ოცნება ახალციხიდან” იყო.

ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა სამი ფრაქციით განისაზღვრება, ”ქართული ოცნება ახალციხე”, რომელიც საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ფრაქცია მაჟორიტარები და რამდენიმე თავისუფალი დეპუტატი.

”6 ნოემბერს ჩემს მიერ შეტანილ იქნა შესაბამის სამანტადო კომისიაში განაცხადი ფრაქციის შექმნის შესახებ, ეს არის ”ქართული ოცნება ახალციხე”, რომელშიც თავიდან ცხრა წევრი იყო, ხოლო რამდენიმე დღეში მისი რაოდენობა 14-მდე გაიზარდა ანუ საკრებულოში მივაღწიეთ უმრავლესობას, ამ ფრაქციის თავმჯდომარე მე ვიყავი, თუმცა რადგან საკრებულოს თავმჯდომარედ გადავედი, მოხდება ფრაქციის სხდომა, სადაც აირჩევა ახალი თავმჯდომარე”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე.

ოლეგ სანდროშვილის თქმით, ქვეყნის განვითარების პროცესში ახალციხის მუნიციპალიტეტიც ჩაერთვება და მაქსიმალურად შეასრულებენ ყველა იმ დაპირებას, რომელსაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილება არ განხორციელებულა.

”ამ ეტაპზე ყველა თანამშრომელი, კომისიის წევრები და მათ შორის მე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვრჩებით უცვლელი”, - განმარტავს მალხაზ ასპანიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა