FM97.5 / LIVE

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 01.12.2015
ნოემბერში სამცხე–ჯავახეთში აივ ვირუსით ინფიცირების სავარუდო დიაგნოზი სამ პაციენტს დაუსვეს და მათი მონაცემები დასაზუსტებლად თბილისში გადააგზავნეს. სულ რეგიონში შიდსის 60 შემთხვევაა რეგისტრირებული.

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში

ნამდვილად აქვს თუ არა სამივე პაციენტს აივ ინფექცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალციხის ლაბორატორიაში ჯერ ვერაფერს ამბობენ და პასუხს თბილისიდან ელოდებიან.

თუმცა, დადასტურებული სტატისტიკა აქვს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრს. ცენტრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში შიდსით ინფიცირებული 60 პაციენტია რეგისტრირებული.

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი. 2015 წელს 636 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

„მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია“, – აცხადებენ შიდსის ცენტრში.

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება. 2015 წლიდან გაეროს შიდსის პროგრამა ცდილობს შიდსს „დიდი ნაბიჯებით“ ებრძოლოს. „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS) – ასე ჰქვია კამპანიას, რომელსაც ამბიციური გეგმა აქვს – 2030 წლისათვის ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000 წელიწადში. შეგახსენებთ, გასულ, 2014 წელს, მსოფლიოში შიდსით 2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ’ – იწყება მასშტაბური კამპანია
გამოკითხვა: რა იცით შიდსის შესახებ [Video]
მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აივ/შიდსი საქართველოში: 10 ფაქტი
1 დეკემბერი - მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ
1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს