FM97.5 / LIVE

სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 01.12.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ სპეციალისტები: რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის 1700 ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გასული, 2014 წლის 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებოდათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი;

მოსამართლემ მერაბიშვილი და ქასრაშვილი ორ მუხლში უდანაშაულოდ სცნო, მესამე მუხლი, სამსახურეობრივი სიყალბე გადააკვალიფიცირა და გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდო ბრალი.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამსახურეობრივი საქმიანობის ბოროტად გამოყენება, ასევე თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა: "რაც შეეხება სამსახურეობრივ სიყალბეს, ეს სიყალბე არ იყო, ეს გულგრილობა იყო. აქედან გამომდინარე, მსჯავრდება მხოლოდ ამ მუხლით მოხდა“.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ნოემბერს, აღნიშნულ საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის რეპლიკით დაიწყო. პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილმა და ქასრაშვილმა დაარღვიეს სახელმწიფო ინტერესი და მსჯავრდებულ გურამ ფარცახაშვილს თანხების მითვისებაში მიეხმარნენ.

გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულებს დასკვნითი სიტყვები არ უთქვამთ. მათ მოსამართლეს მიმართეს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად იყო ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, რომელსაც 8–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმე ეხებოდა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს. საქმის მასალების მიხედვით, „2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი“.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –17 გრადუსამდე დაეცემა

19.01.2020 პატრიარქი: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს

19.01.2020 ახალციხეში ნათლისღება აღნიშნეს [ფოტო]

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეს არცერთი მხარე არ ასაჩივრებს