FM97.5 / LIVE

‘დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ’ – იწყება მასშტაბური კამპანია

მთავარისაზოგადოება 01.12.2015
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. 2015 წელს გაეროს შიდსის პროგრამამ შიდსთან საბრძოლველად ახალი კამპანია დაიწყო, რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოებას და დაჩქარებას.

‘დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ’ – იწყება მასშტაბური კამპანია

კამპანიის "დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ" (On the Fast-Track to end AIDS) ფარგლებში გადასადგმელი "დიდი ნაბიჯები" გულისხმობს.

2020 წლისთვის - მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს:

  • აივ ინფიცირებულთა 90%-მა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ;

  • აივ ინფიცირებულთა 90% იღებდეს არვ მკურნალობას;

  • მკურნალობაზე მყოფ აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება);

  • ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000–სწელიწადში;

  • აივ ინფიცირებულთათვის შექმნილი იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.


2030 წლისთვის - მკურნალობას 95-95-95, რაც მიზნად ისახავს

  • ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000-ს წელიწადში;

  • აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.


გაერო-ს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ უნდა მიაღწიოს სულ ცოტა 31.1 მილიარდს 2020 წლისათვის და 29,3 მილიარდს 2030 წლისთვის. აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას.

გაეროს შიდსის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მიშელ სიდიბეს განცხადებით, 2016 წლიდან მსოფლიო შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 დოლარს თუ დახარჯავს, 2030 წლისთვის მსოფლიო შიდსისგან თავისუფალი იქნება.

2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი განუვითარდა 3,150 პაციენტს, 1063 გარდაიცვალა. მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი. აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: ქ. თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 729 შემთხვევით, იმერეთი 702 შემთხვევით და აჭარა 627 შემთხვევით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. თუმცა 2015 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს დაფინანსების ზრდასა და მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანზებაზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველსაყოფად.

2014 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში აივ ინფექციით ცხოვრობდა 36.9 მილიონი ადამიანი, მათ შორის 2 მილიონი ადამიანი 2014 წელს დაინფიცირდა. მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15.8 მილიონი ადამიანი; 1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა;

სულ ეპიდემიის დაწყებიდან 2014 წლის ბოლომდე გარდაიცვალა 25 მილიონზე მეტი ადამიანი.

1 დეკემბერი შისდთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ, 1987 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა. დღეისათვის ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ამით აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
გამოკითხვა: რა იცით შიდსის შესახებ [Video]
აივ/შიდსი საქართველოში: 10 ფაქტი
მიმდინარე წელს აივ ინფიცირების – 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს