FM97.5 / LIVE

გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 30.11.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სპეციალისტების: რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 1 დეკემბერს გამოაცხადებს.

გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი, 16:30 საათზე, ბრალდების მხარის რეპლიკით დაიწყო. პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა წინა სასამართლო პროცესი გაიხსენა, სადაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი დამნაშავედ სცნო და 8–წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა განაცხადა, რომ რევაზ მერაბიშვილმა და გიორგი ქასრაშვილმა დაარღვიეს სახელმწიფო ინტერესი და ფარცახაშვილს თანხების მითვისებაში მიეხმარნენ: „არასწორად შესრულებული სამუშაოების შედეგად, ფარცახაშვილმა თანხები მიითვისა, რაშიც ორივე ბრალდებული დაეხმარა“.

ზურაბაშვილმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაშიც სასამართლომ ფარცახაშვილი დანამაშავედ სცნო. ამას ბრალდებულების ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის პროტესტი მოჰყვა.

„რაში სცნო ფარცახაშვილი დანმაშავედ მოსამართლემ თქვენ რა იცით?! ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ თქვენ უკვე იცით, რაც უნდა თქვას მოსამართლემ დასაბუთებულ განაჩენში. მოსამართლემ დასაბუთებულ განაჩენს 4 დეკემბრამდე ვერ დავამთავრებო და თქვენ რა იცით?!“– განაცხადა ბარძიმაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებს დასკვნითი სიტყვები უნდა წაეკითხათ. თუმცა, ორივე მათგანმა მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მათ მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გასული, 2014 წლის 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრება.

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად იყო ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, რომელსაც 8–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმე ეხება ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს. საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს