FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ახალციხის ტბის" დირექტორი დააკავეს

მთავარისამართალი 28.11.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახაბერ მოდებაძე და ააიპ „ახალციხის ტბის“ დირექტორი გაგა ღავთაძე სამ პირთან ერთად დააკავეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ახალციხის ტბის" დირექტორი დააკავეს
ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხეში მცხოვრები ხუთი პირი დააკავეს. მათ შორის ოთხი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ერთი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

შემთხვევა, გუშინ ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა. ხუთივე მათგანი სოფელ წყალთბილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა და ნანადირევი ტახი მოჰქონდათ. სამართალდამცავებმა მათი გაჩერება სწორედ ამ დროს სცადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ხუთიდან ერთ–ერთმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, აღნიშნული პიროვნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახაბერ მოდებაძეა. ასევე იგი, გასულ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს (სამცხე-ჯავახეთის) უფროსი იყო.

მოდებაძე სსკ–ის 353–ე მუხლითაა დაკავებული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, ასევე მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მასთან ერთად დაკავებულ დანარჩენ ოთხ პირზე, რომელთა შორის ერთ–ერთი ააიპ „ახალციხის ტბის“ დირექტორი გაგა ღავთაძეა, დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით, შესაბამისი ოქმი გაფორმდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ განიხილა. როგორც სასამართლოში განმარტავენ, მოსამართლემ დაკავებულები სამართალდამრღვევებად მიიჩნია, თუმცა, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

„არცერთი არ დაუჯარიმებია, მოსამართლემ ოთხივე მათგანზე თქვა, რომ პოლიციელებისთვის არცერთს არ უგინებია. ეს დავადასტურეთ პროცესზე და გადაწყვეტილებაც შესაბამისი დადგა“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე, ადმისისტრაციული წესით ოთხვე დაკავებულ პირს სწორედ ის იცავდა.

რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით დაკავებულ კახაბერ მოდებაძეს, მისი საქმე ცალკე გამოიყო და მომხდარზე ძიება მიმდინარეობს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით მას ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო, ხვალ 29 ნომებერს იმსჯელებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გაათავისუფლეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის საქმეზე ძიება შეწყდა
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკითხულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანების გამო სამი პირი დააკავეს
ახალციხეში სახლის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა