FM97.5 / LIVE

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება

მთავარისაზოგადოება 26.11.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრები ბახტურიძეების ოჯახი, რომელიც დახმარების მოხსნის გამო, შვილის სოციალური მომსახურების სააგენტოში დატოვებით იმუქრებოდა, ისევ დახმარების გარეშე დარჩა.

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება

როლანდ ბახტურიძის ოჯახს სოციალური დახმარება დაახლოებით სამი თვის წინ შეუჩერდა. ოჯახმა დახმარების მოხსნა გააპროტესტა და 23 ოქტომბერს პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიყვანა. ბახტურიძეები ამბობდნენ, რომ შემწეობას თუ არ აღუდგენდნენ, შვილს სააგენტოში დატოვებდნენ. იმ დღეს სააგენტოში სასწრაფო დახმარების სამსახურისა და სამართალდამცველების გამოძახებაც დასჭირდათ. აურზაური დღის ბოლოს დასრულდა, სააგენტოს ხელმძღვანელმა ოჯახი დაარწმუნა, რომ პროტესტით არაფერი შეიცვლებოდა და ჯობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის სახელზე წერილი გაეგზავნათ.

ბახტურიძეებმა წერილი მართლაც გააგზავნეს და დღის ბოლოს სახლში შვილთან ერთად დაბრუნდნენ.

მომხდარიდან მალევე, 28 ოქტომბერს, სოციალურმა აგენტმა ბახტურიძეების ოჯახი თავიდან გადაამოწმა. სააგენტომ ბახტურიძეებს პასუხი წერილობით გაუგზავნა.

„ოჯახში დამატებითი ვიზიტი განახორციელა განყოფილების უფროსმა სოც. აგენტმა თამაზ მაჭარაშვილმა 28 ოქტომბერს. ვიზიტისას გაირკვა, რომ დღეის მდგომარეობით ოჯახის სოციალურ–ეკონომიური და დემოგრაფიული მონაცემები იგივეა, რაც დაფიქსირდა სოც. აგენტ ანტონ აფრიამაშვილის მიერ 3 სექტემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსი პეტრე აფრიამაშვილი აწერს ხელს.

ნანული ბახტურიძემ სააგენტოში თავისი ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ ფორმა N100 –იც წარადგინა, თუმცა, როგორც წერილშია განმარტებული, მისი დაავადება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. შესაბამისად, ბახტურიძეებს შეჩერებული შემწეობა აღარ გაუგრძელდებათ.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
პროტესტი შვილის სოციალურ სააგენტოში დატოვების მუქარით [Video]
საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება