FM97.5 / LIVE

მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს

მთავარიეკონომიკა 26.11.2015
ახალციხის ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონის, ასევე, სასტუმრო „ლომსიასა“ და ქალაქში არსებული ლოტოს ჯიხურების მეპატრონეები იჯარას გადაიხდიან.

მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს

სასტუმრო „ლომსიას“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შპს „ველაჯიომ“ იჯარით უნდა აიღოს. საუბარია სასტუმროს წინ არსებულ გზასა და ღია კაფეზე.

„გზა არის დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი, ხოლო ღია კაფე 50 კვადრატული მეტრი. ერთი თვის ქირის თანხა შეადგენს 200 ლარს. გვჭირდება თანხმობა, რომ 1 წლის ვადით მიეცეთ სარგებლობის უფლება, შემდგომი გაგრძელების მიზნით“, – განმარტა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტმა პეტრე ფარცახაშვილმა.

ასევე, ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა მოუწევს ახალციხის ცენტრალურ პარკში განთავსებული საბავშვო ატრაქციონის (ბატუტი) მეპატრონეს ალექსი მაისურაძეს და საქართველოს ფოსტას, რომელსაც ლოტოს ჯიხური ქალაქში სამ ადგილზე აქვს განთავსებული.

„ორივე ობიექტი ერთი წლის ვადით გაიცემა, საქართველოს ფოსტა ყოველთვიურად თითო ჯიხურზე 50 ლარს გადაიხდის“, – განმარტავს პეტრე ფარცახაშვილი.

აღნიშნული ობიექტებისთვის მიწის იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ
თანხმობა დეპუტატებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე გასცეს. შედეგად, ახალციხის მერიის ბიუჯეტში, ყოველთვიურად 400 ლარი შევა.

საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ქალაქში განხორციელდება მისასალმებელია და ამას ხელი არ უნდა შეუშალონ.

მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა
ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან
ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’