FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 26.11.2015
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში გადამოწმების მიზნით მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.

სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურშიც, სადაც სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი. ასევე უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში რეგისტრირებულ სახერხ-საამქროს ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომანქანის ძარაზე.

აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა და გადაყვანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

გარდა აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებისა ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ უკანონო ჭრა გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, მოჭრილია 3 კუმბამეტრამდე ფიჭვის ჯიშის ხე-ტყე.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსხურის თანამშრომლების მიერ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და ფიცარი აღმოაჩინეს
ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული ფიცარი და  მრგვალი მორი აღმოაჩინეს
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ადიგენში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
ბორჯომში უკანონო სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
ბორჯომში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს