FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა

მთავარისაზოგადოება 25.11.2015
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქალების მიმართ ძალადობის ყველა აქტს და ვიქნებით გარანტი იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებები იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცული", - საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქალთა მიმართ ძალადობის დღეს ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა

"დღეს მსოფლიო ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამწუხაროა, რომ ქალთა უფლებების დეკლარაციის მიღებიდან 20 წლის შემდეგაც კი, ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში ქალთა 35 პროცენტი ძალადობის მსხვერპლია, რაც სრულიად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა, და არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება. ჩვენ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქალების მიმართ ძალადობის ყველა აქტს და ვიქნებით გარანტი იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებები იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცული. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქალისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა უმაღლეს რანგშია აყვანილი.

საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომლის რატიფიცირებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

წელს საქართველომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემისადმი მიძღვნილ გაეროს გლობალური ლიდერების შეხვედრაზე აიღო ახალი ვალდებულებები, რომლებიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის განმტკიცებას ითვალისწინებს.

დარწმუნებული ვარ, საქართველო არ უღალატებს თავის ღირებულებებს, წინ აღუდგება ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და ქალის პატივისცემის ტრადიციის ერთგული დარჩება", – ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს არაერთ ქალაქში, გოგონათა ადრეული ქორწინება მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. დღევანდელ დღე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
25 ნოემბერი – გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება