FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა

მთავარისაზოგადოება 25.11.2015
"2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა 265 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა, გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. მაგალითად, 2014 წელს 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა", – ომბუდსმენის განცხადებიდან.

სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ #54/134 რეზოლუციის მიღებით დაფუძნდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რაც საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა და მათ შორის, ხელი მოაწერა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი მიდგომისა და ხედვის არსებობა სერვისის მიწოდებაზე პასუხისმგებელ უწყებებში.

მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მკვლელობების შემთხვევები. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 17 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. საიდანაც 9 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი; ხოლო 3 შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განპირობებულ ძალადობას.

პრობლემის მასშტაბებისა და სიმძაფრის გათვალისწინებით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა თითოეულმა ქალმა იგრძნოს თავი ძალადობისაგან დაცულად; რათა მათ ჰქონდეთ იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაში, საჭირო დახმარებას მიიღებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში სოციალურ მუშაკთა ჩართვას, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საუბრისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები, რაც, სამწუხაროდ, სტატისტიკის გარეთ დარჩენილი ციფრებია. 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა (როდესაც ერთი პირი მაინც იყო არასრულწლოვანი) 265 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა, გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. 2014 წელს, ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა.

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირებაც საკმაოდ სუსტია.

დაბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის – ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის 23 ნოემბრის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფომ მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა. ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა და ქალთა მკვლელობების მონიტორინგის შედეგები გააცნო. შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ქალბატონმა დუბრავკამ მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს და ერთიანი სტატისტიკური მონაცემების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სრული ძალისხმევა მიმართონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ", – ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა
ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი  განახორციელებს
2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება