FM97.5 / LIVE

რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

მთავარიეკონომიკა 24.11.2015
რაზე გაიწერა 2016 წლის ბიუჯეტი და რაში დაიხარჯება მეტი თანხა 2015 წელთან შედარებით; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო;

რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომავალი წლის ბიუეჯტის პროექტის საჯარო განხილვა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი 4 441 000 ლარით განისაზღვრა.

გასულ წელთან შედარებით გაზრდილია დაფინანსება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – 70 000 ლარით, დასუფთავებისთვის – 148 000 ლარით, გარე განათებისთვის – 48 000 ლარით, ხელფასების გასაცემად – 100 800 ლარით, მელიორაციისათვის – 28 000 ლარით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის – 190 000–დან 200 000–მდე ლარით, სოციალური მიმართულებით კი 25 000 ლარით;

2016 წლის ბიუჯეტში, მაგალითად, სოციალურ პროგრამებში თანხის ოდენობად 315 000 ლარია მითითბული. გზების მოვლა–შენახვისათვის 155 000 ლარი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 784 000 ლარი; ხელფასებისთვის 1 302 700 ლარი, მელიორაციისთვის 107 000 ლარი, დასუფთავებისთვის 320 000 ლარი.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტით შემოსავლებმა სულ 4 421 000 ლარი შეადგინა, მათ შორის გადასახადები კი 350 000 ლარს შეადგენს: „გრანტები განისაზღვრა 3 364 500 ლარით და ის ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. აქ შედის როგორც გათანაბრებული ტრანსფერი, ასევე მიზნობრივი ტრანსფერი. გათანაბრებული ტრანსფერი 3 265 500 ლარია, ხოლო მიზნობრივი 99 000 ლარი“.

ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 860 000 ლარია გაწერილი.

„ინფრასტრუქტირის კუთხით ნაკლები ხარჯებია წარმოდგენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ რაიმე მცირდება. ბიუჯეტი იანვარში დაზუსტდება და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონი ლარით გაიზრდება“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ ამავე მიმართულებას დაემატება 2015 წლის ბიუჯეტის ნაშთიც, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა რაც ჯამში, იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუატურაში 4 000 000 ლარამდე დაიხარჯება.

მომავალი წლის ბიუეჯტში თანხა გაიწერა წყლის ანალიზისთვის 3000 და მიწის ანალიზისთვის 1 500 ლარი. როგორც ზაზა მელიქიძემ განაცხადა აღნიშნული თანხა მათ მისცემს იმის საშაულებას, რომ მოსახლეობამ ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, თუ რომელი წყალი რისთვის გამოიყენონ და სასმელად რამდენად ვარგისია.

„ასევე, სოციალურად დაუცველებს მიწის ანალიზის გაკეთებას დავუფინანსებთ. მნიშვნელოვანია იცოდნენ მათ თუ რომელი მინერალური სასუქი უნდა შეიტანონ ნაკვეთში რომ მოსავლიანობა გაიზარდოს“, – ამბობს გამგებელი.

მისივე თქმით, მომავალ წელს სოფლებისთივს 70 ბუნკერს და კიდევ ერთ ნაგავმზიდს შეიძენენ. რადგან ამჟამად თემს მხოლოდ ერთი ნაგავმზიდი ემსახურება და იგი მეტ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

2016 წლის ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯება სოფლებში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისთვისაც.

„არცერთ სოფელში ადმინისტრაციული შენობა არ გვქონდა კეთილმოწყობილი, სადაც დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავდნენ, ან სულაც არასამთავრობო როგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდებოდნენ ადგილობრივებს“, – აცხადევს ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ ასევე მოსაწესრიგებელია კულტურის სახლები და კლუბები, სადაც ახალგაზრდებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად თავშეყრის ადგილები ექნებათ.

არასამთავრობო როგანიზაცია “World Vizion” საქართველოს სამცხე–ჯავახეთის სამხრეო განვითარების პროგრამის მენეჯერის ნინო ლომიძის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი წლის ბიუჯეტში სწორედ კულტურის სახლებისა და ისეთი ადგილების რეაბილიტაციაა, სადაც ახალგაზრდებს შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა შეეძლებათ.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ პროექტს დეტალურად გაეცნობა და შენიშვნებს ამის შემდეგ წარმოადგენს: „მთავარი ციფრები არ არის, მთავარი ის შედეგებია რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს და ჩვენ ამას დავაკვირდებით“.

ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ბიუჯეტის განხილვისას განსაკუთრებული აქცენტი წყლის ხარისხისთვის გაწერილ თანხაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიუეჯტში ამ მიმართულებით ხარჯი იწერება. თათეშვილი ასევე სოფლებიდან ნარჩენების გატანასა და ამისთივს ბუნკერების შეძენას მიესალმება.

2016 წლის ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, პროექტი 10 დეკემბრამდე დამტკიცდება;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან