FM97.5 / LIVE

არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს

მთავარიეკონომიკა 24.11.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს და „Bp-სგან“ კომპენსაციაც მიიღეს.

არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებ 21 ოჯახს ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. ორჭოსანის ტერიტორიაზე სადავო მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირა. ამის შემდეგ, როგორც სოფელ არალში მცხოვრებლები აცხადებენ „„Bp-მ“ 21–ვე ოჯახს კომპენსაცია მისცა.

„კომპენსაცია ყველამ მივიღეთ, მხოლოდ ამ 21 ოჯახიდან ერთი არ იყო საქართველოში და მერე მისი საკითხიც მოგვარდა“, – ამბობს არალში მცხოვრები ლავრენტი ჩილინგარაშვილი.

არალში მცხოვრებლების ადვოკატის ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, სასამართლოში სადავო მიწასთან დაკავშირებთ საქმის მსვლელობა აღარ გაგრძელდა: „საჩივარი უკვე გამოვიტანეთ“.

შეგახსენებთ, არალში მოსახლეობა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტიდან კომპენსაციას ვერ იღებდა, რადგან აღმოჩნდა, რომ მიწა რომლის ფაქტობრივი მფლობელებიც თავად არიან და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეკონომიკის სამინისტროს ჰქონია. ამავე ფართობზე კი 2006 წელს სახელმწიფოს „საქნახშირისთვის“ 40–წლიანი ლიცენზია გაუცია.

აღნიშნულის გამო არლელებს სასამართლოში სარჩელი ჰქონდათ შეტანილი, თუმცა ვიდრე საქმის განხილვა დაიწყებოდა, „საქნახშირმა“ ლიცენზია გააუქმა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე