FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება

მთავარისაზოგადოება 25.11.2015
25 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში: ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში, გოგონათა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდებიან.

სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება

რეგიონის სამივე ქალაქში აქცია ერთდროულად, 14:00 საათზე გაიმართება. ახალციხესა და ახალქალაქში ცენტრალურ პარკებში, ბორჯომში კი რუსთაველის მოედანზე არასრულწლოვანთა ქორწინებას გააპროტესტებენ.

აქცია ქალთა მოძრაობის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. აქცია-პერფორმანში თბილისში, 20:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთანაა დაგეგმილი.

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი.

„სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით.“ - აცხადებენ ქალთა მოძრაობის წევრები.

„ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა! “ - ასეთი იქნება აქციების სლოგანი.

ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘ნუ გაათხოვებ’ –  ახალციხეში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს
ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]
'ნუ გაათხოვებ' – აქცია ახალციხეში [Photo]
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
ოჯახი, სკოლის ნაცვლად [ინფოგრაფიკა]
'ქალთა მოძრაობის' აქცია ახალციხეში [Photo]

‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში