FM97.5 / LIVE

ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.11.2015
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ტიკმანტაჟის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორდღიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნინოწმინდის მიმართულებით მოკლე გზით იმგზავრონ.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაკეტილი.

ფარავნის უღელტეხილი ზამთარში უმკაცრესი კლიმატით ხასიათდება. ხშირად, ერთდროულად არის დიდთოვლობაც, ძლიერი ყინვაც და ქარბუქიც. ამ დროს: გზის გაწმენდითი სამუშაოები არ არის ეფექტური, რადგან რამდენიმე წუთში ქარბუქისაგან მოტანილი ნაქმერი ისევ ავსებს გზის სავალ ნაწილს; არ ჩანს გზა, რის გამოც შეუძლებელია მიმართულების განსაზღვრა და გადაადგილება; მიმდებარედ არ არის დასახლებული პუნქტები და აქ ჩარჩენის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

„ერთი კვირის წინ, ამინდის გაუარესების გამო, უღელტეხილიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს გზით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათ დასახმარებლად შესულმა მაშველებმა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. ისინი, ჩვენმა სამსახურებმა ხილვადობის მომატებასთან ერთად, ურთულეს პირობებში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გამოიყვანეს“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი იკეტება და ამინდის გაუმჯობესების გრძელვადიან პროგნოზამდე ნინოწმინდის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ძლიერი თოვის გამო საავტომობილო გზებზე რთული ვითარებაა
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია