FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები და რელიგიური ტოლერანტობა

მთავარისაზოგადოება 07.11.2012
რელიგიური ტოლერანტობა და შემწყნარებლობა; ახალგაზრდების დამოკიდებულება რელიგიური ჯგუფებისადმი - ახალგაზრდებმა რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ახალგაზრდები და რელიგიური ტოლერანტობა
შეხვდა, რომელიც დისკუსიის ფორმატით წარიმართა, ”დემოკრატ მესხთა კავშირის” საკოფერენციო დარბაზში შედგა.

სახალხო დამცველთნ არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები მსგავს შეხვედრებს საქართველოს ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან რეგიონებში ხშირად მართავენ. ამ დისკუსიების მიზანი არის ერთგვარი მონიტორინგი და რელიგიური ტოლერანტობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გაცნობა: ”განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდების დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი”.

მსგავსი შეხვედრები გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. ახალციხემდე რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრა აჭარაში გამართეს.შემდეგი ვიზიტი კი კახეთშია დაგეგმილი.

”სხვადასხვა კვკლევების თანახმად, სქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობა აცხადებს რომ არის რელიგიური, თუმცა, ამაცე დროს ისინი არიან შეუწყნარებლები სხვა რელიგიების მიმართ. ამავდროულად, ისინი აცხადებენ რომ მათთვის იდენტობის საფუძველი არის არა საქართველოს მოქალქეობა, არამედ მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი ეკლესია უნდა ერეოდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მისი აზრით ახალგაზრდების ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულწილად საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზია.

”ეს აისახა ახალგაზრდების ცნობიერებაში, ჩვენს სკოლებში შესაბამის დონეზე არ მიმდინარეობს სამოქალაქო სწავლება. ეს არის ეკლესიის დამოკიდებულების ასახვაც სამოქალაქო ცხოვრებაზე და ეკლესიის დამოკიდებულება საკმაოდ შეუწყნარებელი და განსხვავებულია რელიგიებისადმი. ეს ნიგვზიანის ფაქტმაც გვიჩვენა, სადაც სიტუაციის ესკალაციაში ადგილობრივი სასულიერო პირები იყვნენ ჩართული”, - ამბობს მინდიაშვილი და ამატებს, რომ ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის საეროობისთვის: ”ასე ხდებოდა ფუნდამენტარისტული რევოლუციები აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასე იყვნენ მსგავსი იდეებით ახალგარზდები დამუხტულები. რელიგიურობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ რელიგიურობა უნდა ნიშნავდეს სიყვარულს, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ქვეყნის საეროობის პრინციპის განუხრელ დაცვას. როცა გამიჯულია ეკლესია რელიგიისგან, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ეკლესიაც და სახელმწიფოც და თუკი ისინი შეზრდილები არიან, ერთსაც და მეორესაც ძალიან ცუდი დღე უდგებათ ხოლმე”.

ბექა მინდიაშვილის შეფასებით, ახალგაზრდების დამოკიდებულების კუთხით რეგიონებში დიდი განსხვავება არ არის. დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი ზოგადად ერთგვაროვანია.

”მაგრამ, შედარებით წინა პერიოდებისგან, როდესაც საერთოდ არ ვლაპარაკობდით ამ თემებზე, ახლა უკვე ვსაუბრობთ და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მასშტაბურ ხასიათს უნდა ატარებდეს”, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებას სწავლობს
ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
ჭელაში არსებული ვითარებით რელიგიათა საბჭო დაინტერესდა
ბექა მინდიაშვილი: ‘მოხეს მეჩეთის შესახებ დასკვნა არასდროს დაიდება’
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ
სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდებს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ ასწავლიან