FM97.5 / LIVE

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

მთავარისაზოგადოება 22.11.2015
„ადრეული ქორწინება ტვირთია“, „თანასწორობა ოჯახიდან იწყება“, „სახლი სადაც ძალადობას განიცდი, სახლი არ არის“, - ახალციხის ქუჩებში სტენსილები გამოჩნდა.

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე სტენსილები ახალციხის ცენტრალური პარკისა და უნივერსიტეტის კორპუსების მიდებარედ გაჩნდა. თანაქალაქელებს მესიჯები ახალციხის ახალგაზრდული გენდერული კლუბის წევრებმა დაუტოვეს.

ახალციხის გენდერული კლუბი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში შეიქმნა. პროექტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს.

„ეს აქცია მიეძღვნა ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოება დააფიქროს იმ პრობლემებზე, როგორიცაა ადრეული ქორწინება, ოჯახში ძალადობა და გენდერული უთანასწორობა შინ თუ გარეთ“, – ამბობს პროქტის კოორდინატორი ახალციხეში თამუნა კაპანაძე.

მსგავსი საინფორმაციო კამპანია დაგეგმილია მარნეულში, ბორჯომსა და ნინოწმინდაშიც.

შეგახსენებთ, საქართველოში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს. ამ კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში 25 ნოემბერს აქციაა დაგეგმილი.

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

სტენსილები ახალციხის ქუჩებში [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.02.2020 ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს

14.02.2020 JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

14.02.2020 დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

14.02.2020 ხაშური-აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ფლეშმობი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ფოტო]
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბორჯომში [Photo]
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის