FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს

მთავარისამართალი 19.11.2015
დღეს, 19 ნოემბერს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფარცახაშვილის ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრებენ.

სახურავის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 15:00 საათზე, ბრალდებულის, გურამ ფარცახაშვილის საბოლოო სიტყვებით განახლდა.
„მე დამნაშავე არ ვარ, თავს დამანშავედ არ ვცნობ, დანაშაული არ ჩამიდენია“– განაცხადა საბოლოო სიტყვებში ბრალდებულმა.

ბრალდებულის საბოლოო სიტყვების შემდეგ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გიორგი ლონდარიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლე ლონდარიძეს გადაწყვეტილების მისაღებად ნახევარი საათი დასჭირდა.

სასამართლომ გურამ ფარცახაშვილი დანმაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ფარცახაშვილს ჩამოერთვა 3 წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაობის წარმოების უფლება.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზში მყოფი გურამ ფარცახაშვილი დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატი ივანე ტატალაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა: „ძალიან არ ველოდი ასეთ განაჩენს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ფარცახაშვილი პატიმარი იქნება, მაინც გავასაჩივრებთ. დაცვის მხარემ დასაბუთებული განაჩენი უნდა მიიღოს“.

შეგახსენებთ, გამოძიება სამშენებლო კომპანია შპს „სამცხე XXI“-ს ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავებოდა.

საქმე ეხებოდა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28–ში მდებარე კორპუსის სახურავის შეკეთების სამუშაოებს.

გურამ ფარცახაშვილი და ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ყოფილი სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გასული, 2014 წლის 11 აპრილს დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გიორგი ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე.

ფარცახაშვილთან ერთად განაჩენს ელიან ამ საქმეში ბრალდებული რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილიც. მათი საბოლოო პროცესი 30 ნოემბრსაა ჩანიშნული.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

სახურავის საქმის მთავარ ბრალდებულს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და დარბაზში დააპატიმრეს
სახურავის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო გაფორმდა
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა